დასახელება:
მერჩენდაიზინგის პროგრამის ABM Shelf-ის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ავერსი-ფარმა
|
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
|
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზინგის პროგრამის ABM Shelf-ის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** 350-ზე მეტი სავაჭრო ობიექტისთვის პროგრამა ABM Shelf-ში მონაცემების რეგულარული შეყვანა და განახლება;
** პლანოგრამების მართვა და სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის განლაგების კონტროლი;
** კატეგორიის მენეჯერებისა და მარკეტინგის გუნდთან ერთად სავაჭრო სივრცეში პროდუქციის სწორი წარმოდგენის უზრუნველყოფა;
** გაყიდვების წერტილებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება და პროგრამაში ასახვა;
** რეპორტების და ანალიტიკური მონაცემების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
** პროგრამაში არსებულ შესაძლო ხარვეზებზე დროული რეაგირება და ტექნიკურ ჯგუფთან კომუნიკაცია;
** მერჩენდაიზერებისთვის პროგრამაში მუშაობის პრინციპების სწავლება და ფუნქციების განაწილება სამუშაო პროცესის ეფექტიანობის მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, 1C ERP და ABM Shelf საფუძვლები);
** პროგრამაში მუშაობას კანდიდატი ადგილზე ისწავლის — სასურველია ჰქონდეს ABM Shelf-ის ცოდნა ან სურვილის სწრაფად შეისწავლოს პროგრამა;
** რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელი პირობა პროგრამის შესასწავლად);
** მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
** გრაფიკულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება ხელს შეუწყობს კანდიდატს მომავალ საქმიანობაში.
საჭირო უნარები და პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი და ორგანიზებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576);
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 02.10.2025 წელი. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/cyG2EV0JUU
|
|
|
|