დასახელება:
POS საბანკო მოწყობილობების ჯგუფის კოორდინატორის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
ბს/2 ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
|
"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - POS საბანკო მოწყობილობების ჯგუფის კოორდინატორის ასისტენტი.
"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს საერთაშორისო ჰოლდინგის -"Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.
ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე: Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More
სამუშაო ადგილი: დიღმის 7, პიმენ ყურაშვილის 6 (დიდუბიდან უზრუნველვყოფთ ტრანსპორტირებას)
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00სთ (1სთ. შესვენება)
ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:
** შიდა სამუშაო პროგრამაში შემოსული დავალებების დამუშავება, დავალებების გადანაწილება ლოგისტიკურად და მარშრუტების დაგეგმვა ტექნიკოსებისთვის, დანიშნული დავალებების შესრულების მონიტორინგი;
** ტექნიკოსების შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფა და მათი დისტანციური მხარდაჭერა;
** ტექნიკოსების ავტომობილების საწვავის ხარჯის მონიტორინგი და რეპორტინგი;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული სხვა რეპორტების მომზადება.
მოთხოვნები:
** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ან უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური ან IT მიმართულებით;
** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენები: ინგლისური ან/და რუსული მინიმუმ B1 დონე;
** შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** ანაზღაურებას: 1200₾ (NET/ხელზე ასაღები);
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში;
** Fitpass ბარათს;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/nYUv1LXe.
|
|
|
|