Робота для біженців з України
ქოლ-ცენტრის გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლ-ცენტრის გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ნეტმარტი
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
ინტერნეტ მაღაზია "ნეტმარტი" რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა პროდუქციის მარტივ და სწრაფ შეძენას, აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

გაყიდვების მენეჯერის მთავარი ამოცანაა პროგრამაში დაფიქსირებული შეკვეთების დამუშავება, მომხმარებლებისთვის პროდუქციის შეთავაზება და შეკვეთის საბოლოო გაფორმება სატელეფონო ზარის მეშვეობით. (მხოლოდ გამავალი ზარები).

ძირითადი მოთხოვნები:

** გამართული და მკაფიო მეტყველება;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** მომხმარებელთან ურთიერთობისა და მათ საჭიროებებზე ფოკუსირების უნარი;
** ტაქტიანობა, თავაზიანობა და დადებითი დამოკიდებულება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის მენეჯმენტის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი და კომუნიკაბელურობა.
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (MS Word, Excel).
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. (სასურველია)

სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 საათი.
დასვენების დღეები: 2 დღე, კვირის განმავლობაში (გრაფიკის მიხედვით)."
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი + ბონუსები გაყიდვებიდან, რაც თქვენს შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული.

ინტერნეტ მაღაზია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქციის მარტივ და სწრაფ შეძენას, აცხადებს ვაკანსიას "ქოლ-ცენტრის" გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თუ თქვენ შეესაბამებით ზემოთ აღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: jobs.mart@mail.com გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე