Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=662992&print=yes&view=jobs
 
ფილიალის მენეჯერი - სამტრედია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
ზღაპრის მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე სამტრედიის ფილიალში.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 და შაბათი 10:00-15:30
** ანაზღაურება: ურთიერთშეთანხმებით

მოვალეობები:

** მომწოდებლებისაგან სარეალიზაციო პროდუქციის დროული შესყიდვა და დროული განთავსება სავაჭრო დარბაზში.
** სასაქონლო ნაშთების უწყვეტობისა და გეგმიური შენაძენის კონტროლი.
** გაჩერებული პროდუქციის ნაშთის კონტროლი.
** ყოველთვიური სარეალიზაციო გეგმის მიღწევაზე ზრუნვა და გაწერილი გეგმის შესრულების ყოველდღიური კონტროლი.
** ახალი თანამშრომლის შერჩევა ადაპტირების პროცესის წარმართვა/კონტროლი.
** დაქვემდებარებული პერსონალის კოორდინირება / სწავლება შესრულებული საქმიანობის კონტროლი.
** მომხმარებელთან სისტემატიური კონტაქტი მათი მოთხოვნების გათვალისწინების მიზნით.

მოთხოვნები:

** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება პროდუქციის მიმღები ოპერატორის, დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე (სასურველია სამუშაო გამოცდილება მენეჯერის პოზიციაზე)
** აუცილებელია ოფის პროგრამების ფლობა.
** სასურველია პროგრამა აპექსის ფლობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა.
** პუნქტუალურობა.
** შედეგებზე ორიენტირებულობა.
** ყურადღებიანობა.
** სწრაფი აზროვნება.
** გუნდის მართვის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@zgapari.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და სამუშაო ადგილი.

გაცნობებთ, რომ შპს "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია