დასახელება:
ხაზის სექციის კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
ზღაპარი
|
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
|
კომპანია "ზღაპარი" 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 46 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.
ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.
თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას ხაზის სექციის კონსულტანტი (ხორცპროდუქტების სექციაში)
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი
** დასვენების დღე: კვირაში 1 დღე ურთიერთშეთანხმებით
** ანაზღაურება 1000 ₾ + საბონუსე დანამატი. (შესაძლებელია ნახევარი განაკვეთი კვირაში 3 დღე)
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლისათვის პროდუქციის შეთავაზება
** პროდუქციის ნაშთის კონტროლი და ზრუნვა უწყვეტობაზე
** პრომო აქციების სათანადოდ წარმოჩენა
** მიღებული პროდუქციის დროული განთავსება მაცივრებში
** პროდუქციის შენახვის პირობებისა და სისუფთავის დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ასაკი - 18 წლიდან
** სასურველია გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
უნარ-ჩვევები:
** დაკვირვების და დეტალებზე ორიენტირების უნარი
** კომუნიკაბელურობა
** დისციპლინირებულობა
ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა, შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით http://zgapari.ge/career/
ან გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cv@zgapari.ge
ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე 577 22 66 40
გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
|
|
|
|