Робота для біженців з України
ცვლის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცვლის უფროსი
მომწოდებელი: Lazer Lounge
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
"Lazer Lounge" - გასართობი სივრცე, რომელიც მდებარეობს "სადგურის მოედნის" მიმდებარედ, ქარვასლის უკან, აცხადებს ვაკანსიას ცვლის უფროსისა და მოქნილი პერსონალის პოზიციებზე.

ჩვენი ძირითადი მიმართულებაა ლაზერ თაგი, ასევე გვაქვს სათამაშო ოთახები, მაგიდის ჩოგბურთი, ბილიარდი და სხვა გასართობი აქტივობები. სტუმრები ძირითადად არიან როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრული ჯგუფები, რომლებიც ეძებენ აქტიურ დასვენებასა და ენერგიულ გართობას.

მოვალეობები:

** სტუმრების მიღება და მომსახურება
** მარაგების კონტროლი და შეკვეთა
** სასმელებისა და საკვების სუფრასთან მიტანა და შემდეგ ალაგება
** სივრცის სისუფთავის უზრუნველყოფა (მაგიდები, იატაკი, საპირფარეშოები, ბარი)
** ტელეფონზე ზარებისა და სოციალურ ქსელებში შეტყობინებებზე პასუხი
** პოსტების და სთორების განთავსება facebook-სა და instagram-ზე
** ლაზერ თაგ თამაშის ინსტრუქციის გაცემა და მართვა
** მენეჯერის ფუნქციების შესრულება მისი არყოფნის დროს
** ინვენტარისა და აპარატურის მოვლა
** რეზერვაციების შევსება და კონტროლი
** სამსახურებრივი სხვა მოვალეობების შესრულება

დამატებითი ანაზღაურებით (სურვილისამებრ): ბავშვთა ანიმაცია (თამაშები, კონკურსები და სხვა აქტივობები)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა
** ბავშვებთან (7+) მუშაობის სურვილი და გამოცდილება სასურველია
** საქმისადმი ყურადღება თუ რა არის გასაკეთებელი ან/და შესაცვლელი
** მეგობრული კომუნიკაცია

ენების ცოდნა:

** მინიმუმ C1 ქართული, B2 რუსული, B1 ინგლისური
** (SM) მარკეტინგული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად

სამუშაო პირობები:

** თანამედროვე და მეგობრული სამუშაო გარემო ახალგაზრდა კოლექტივთან ერთად
** კვირაში 3, 4 ან 5 დღე (თუ ბევრი გეჩვენებათ, იხილეთ ვაკანსია "მოქნილი პერსონალი").
** სტანდარტული საათები: დაწყება 15:00 საათზე, დასრულება 22:15-23:15 შორის. ეს ჩაითვლება სრულ სამუშაო დღედ.
** ყოველ კვირას იმუშავებთ შაბათს ან კვირას (თქვენ ირჩევთ რომელ დღეს, ან სხვა ნებისმიერი დასვენების დღე კვირის ჭრილში).
** ორშაბათობით ვისვენებთ.

ანაზღაურება:

** 5 დღიანი სამუშაო კვირის შემთხვევაში ანაზღაურებაა 1700₾ (ხელზე ასაღები) თვეში. განიხილება ხელფასის ზრდა თქვენი შედეგებისა და ინიციატივის მიხედვით, ასევე ბიზნესის წარმატების შემთხვევაში.
** შვებულების 24 სამუშაო დღე და სახელმწიფო დღესასწაულები
** საპენსიო
** დამატებით: "თიფები" და კომისია
** 1 თვე გამოსაცდელი ვადა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და მოკლე სამოტივაციო წერილი პოზიციის მითითებით ელფოსტაზე: laserlounge2024@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე