Робота для біженців з України
მიმღები-მოლარე - წეროვანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმღები-მოლარე
მომწოდებელი: ოტო მოტორსი
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
კომპანია "ოტო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას მიმღები-მოლარის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. მცხეთა, სოფ. წეროვანი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, დასვენება კვირაში 1 დღე.გრაფიკით 9:30- 18:00 (შესვენება 1საათი)
ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები თანხა, გამოსაცდელი პერიოდი 3 თვე)
სამუშაო სპეციფიკა: საოფისე
ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია (მეტრო-სადგური სარაჯიშვილიდან)

მოვალეობები:

** მომხმარებელთან კომუნიკაცია/დახვედრა
** თანხის მიღება ნაღდი ანგარიშსწორების წესით
** თანხის მიღება POS ტერმინალის საშუალებით
** თანხის დაფიქსირება სალაროში ნაღდი/ ან უნაღდო
** კომპანიის ფასდაკლების ბარათების გახსნა/დარეგისტრირება და ინფორმაციის მუდმივად განახლება

პიროვნული თვისებები:

** მუდმივად აქტიური;
** ენერგიული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სავაჭრო სფეროში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy1@otomotors.ge არაუგვიანეს 2025 წლის 30 სექტემბრისა. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე