დასახელება:
სტაჟიორი IT დეპარტამენტში
|
მომწოდებელი:
Live Support
|
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
|
2016 წლიდან "Live Support" უზრუნველყოფს ბიზნეს კლიენტების IT აუთსორსინგს, IT ინფრასტრუქტურის უწყვეტ ფუნქციონირებასა და თანამედროვე გადაწყვეტილებების დანერგვას მათი ბიზნეს პროცესების განსავითარებლად.
პოზიციის დასახელება: სტაჟიორი IT დეპარტამენტში
ძირითადი საქმიანობა:
** კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა
** პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხ.) ინსტალაცია, გამართვაში მონაწილეობის მიღება
** კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება კომპეტენციის და პოზიციის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:
** Microsoft Windows ოპერაციის სისტემების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა
** დეტალებზე ორიენტირებული
** ტექნიკური და ანალიტიკური აზროვნება
** პრობლემების გადაჭრისა და კომუნიკაციის კარგი უნარები
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
რატომ ჩვენთან?
** პრაქტიკული გამოცდილება რეალურ გარემოში
** მენტორინგი პროფესიონალებისგან
** IT პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა
** ჩვენთან ნახავთ, მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებულ მეგობრულ გუნდს, პროფესიული ზრდისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების მრავალფეროვან შესაძლებლობებს.
სამუშაო პირობები:
** სტაჟირების ხანგრძლივობა: 2 თვე
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00.
თუ თვლი, რომ ვაკანსიის აღწერაში შენზეა საუბარი, მაშინ, გამოგვიგზავნე რეზიუმე მისამართზე: hr@livesupport.ge და იმეილის სათაურის ველში მიუთითე ვაკანსიის დასახელება.
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, კომპანია LiveSupport-ს აძლევთ უფლებას, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად, გამოცხადებულ ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
|
|
|
|