დასახელება:
საწყობის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ჯეო დეკორი
|
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
|
კომპანია "ჯეო დეკორ"-ი ავეჯის მასალების კომპანია აცხადებს ვაკანსიას ჭკვიანი საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.
"ჯეო დეკორ"-ი წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების იმპორტიორ კომპანიას. მომხმარებლებს სთავაზობს უახლესი დიზაინის გამძლე და ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამის საავეჯე მასალებს, ასევე ავეჯის დასამზადებლად თანამდეროვედ აღჭურვილ საწარმოში ხდება კლიენტების მოთხოვნილებებზე მორგებული უმაღლესი დონის მომსახურება (დაჭრა, დაწიბოვება, სნს მომსახურება).
ლოკაცია: თბილისი, ფეიქართა 12, ქსნის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია (მეტრო ღრმაღელედან 10 წუთი).
სამუშო პირობები:
** ანაზღაურება: 1300-1500 ლარი კვალიფიკაციის შესაბამისად
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით - 9:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
** შესვენება- 1 საათი.
** დასვენების დღე - კვირა.
** კვება და ჯანმრთელობის დაზღვევას კოპანიის ხარჯზე;
** შვებულება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის მიღება/დასაწყობებაში მონაწილეობა;
** პროდუქციის შესაბამისობის კონტროლი მისაღებ დოკუმენტებთან (ზედნადებით ან შესაბამისი დოკუმენტით);
** ჭკვიანი საწყობის მართვა-პროგრამულად (პროდუქციის დარეგისტრირება, პროდუქციის ბაზის მართვა);
** ჭკვიანი საწყობის მუშაობის მონიტორინგი;
** პროდუქციის მომზადება საწარმოში გადასატანად;
** პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
სასურველი გამოცდილება:
** კომპიუტერთან მუშაობის უნარ ჩვევები
** ინგლისური ალფავიტის ცოდნა
** საავეჯე მასალების (მდფ, მბფ ფერების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად)
კომპანია გთავაზობთ: დანადგარის ოპერირების შესწავლას ადგილზე
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@geodecor.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ჭკვიანი საწყობის ოპერატორი".
კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა.შ.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|