Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: გრიდ ქონსთრაქშენი
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
სამშენებლო კომპანია "გრიდ ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

მინიმალური მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტად ყოფნა.
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.
** შრომის და სახელშეკრულებო სამართლის კარგად ცოდნა.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** MS office word-ის კარგად ცოდნა.
** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დამსაქმებლის შიდა იურიდიული დოკუმენტაციის და მესამე პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტების მომზადება და ანალიზი.
** დამსაქმებლის წარმომადგენლობა სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოებთან.

სამუშაო დრო და ადგილი:

** ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 3, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 10:00-დან საღამოს 7 საათამდე, 1 საათის განმავლობაში შესვენება.
** დასაქმებულის ანაზღაურება განისზღვრება მისი გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა, არაუგვიანეს 2025 წლის 10 სექტემბრისა, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: info.grid2007@gmail.com. მეილის "subject"-ში მიუთითეთ "იურისტის ვაკანსია". კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე