დასახელება:
პროექტის მენეჯერი ფრენშაიზის მიმართულებით
|
მომწოდებელი:
მეამა
|
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
|
"Meama Collect" არის ახალი კონცეფციის სასმელების თეიქევეი ობიექტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს, როგორც მეამას კაფსულის უნიკალურ გემოებს, ასევე ყავაზე და ჩაიზე დაფუძნებულ სხვადასხვა კოქტეილებს.
ჩვენი მიზანია, შევქმნათ მომსახურება, სადაც ერთიანდება ყავის კულტურა, თანამედროვე დიზაინი და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისი.
ამ პროცესის მართვისა და გაფართოების ხელშეწყობისთვის, კომპანია გუნდში იწვევს პროექტის მენეჯერს ფრენშაიზის მიმართულებით.
პოზიციის მიზანია "Meama collect"-ის ფრენშაიზის განვითარებისა და ბაზარზე წარმატებით დანერგვის მართვა.
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-19:00 სთ (1-საათიანი შესვენებით)
მისამართი: თბილისი, გივი ამილახვრის ქუჩა N2
ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
** არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან კომუნიკაცია, მოლაპარაკებების წარმართვა, ინფორმაციის მიწოდება, ხელშეკრულებების კოორდინაცია;
** შიდა კომუნიკაციების მართვა;
** პროექტების სრული ციკლის მართვა (დაგეგმვა, ბიუჯეტირება, მონიტორინგი, ანგარიშგება);
** ობიექტების გახსნის პროცესის ზედამხედველობა (შერჩეული ლოკაციის შეფასება. მომარაგების და ლოჯისტიკური საკითხების ორგანიზების უზრუნველყოფა, გახსნითი ცერემონიის ორგანიზება);
** ტრენინგ-მენეჯერთან კოორდინაცია, პარტნიორებისთვის ტრენინგების ორგანიზება და მხარდაჭერა.
კვალიფიკაცია და უნარები:
** აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე Food&Beverage სფეროში;
** ფრენშაიზინგის მოდელის, ოპერაციული სტანდარტებისა და ფინანსური მექანიზმების საბაზისო ცოდნა;
** მოლაპარაკებების მაღალ დონეზე წარმართვის უნარი;
** ძლიერი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. მისამართზე: career@meamacollect.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 30 სექტემბერი.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "მეამამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში. გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|