Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი - ხაშური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: T&R Distribution
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
შპს "თ და რ დისტრიბუშენი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე ხაშურში.

ძირითადი მოვალეობები:

** საქონლის აგროვების პროცესის კონტროლი, სათანადო დოკუმენტაციის სიზუსტე;
** საწყობის ნაშთების კონტროლი;
** შეკვეთების დროულად მიღება/მიწოდების უზრუნველყოფის კონტროლი;
** საწყობში მიღებული და გასული პროდუქციის აღრიცხვა, სათანადო დოკუმენტაციის სიზუსტე;
** დაბრუნებების კონტროლი დროულად ნაშთების გამოწერა თბილისიდან;
** პროდუქციის ვადების კონტროლი, პერიოდულად აღწერის ჩატარება საწყობში;
** საწყობის ტენიანობის, ტემპერატურის ყოველკვირეული მონიტორინგი;

მოთხოვნები:

** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინ. 1 წელი;
** საოფისე პროგრამების (MS Office) სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
** პროდუქტი - საყოფაცხოვრებო ქიმია.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 08:30 სთ-16 სთ;
** სამუშაო ადგილი: ხაშური, კოსტავას ჩიხი #2
** ანაზღაურება შეთანხმებით: 1000 ლარიდან.
** საპენსიო შენატანის დაფინანსება;
** სტაბილური სამსახური და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, მისამართზე: hr@trd.ge. საგანში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - საწყობის მენეჯერი ხაშური.

CV/რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.

"T&R DISTRIBUTION" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე