Робота для біженців з України
დასუფთავების სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასუფთავების სუპერვაიზერი
მომწოდებელი: დიენთი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია "დიენთი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროების ქსელის დასუფთავების სუპერვაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: მოძრავი
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** ჰაუქიფინგის ყოველდღიური ოპერაციების ზედამხედველობა და სასტუმროების სტანდარტების დაცვა
** პერსონალის გრაფიკის დაგეგმვა, ტრენინგების ორგანიზება და შესრულების შეფასება
** ინვენტარისა და საყოფაცხოვრებო საშუალებების მარაგის მართვა
** სტუმრების მოთხოვნებზე და სერვისთან დაკავშირებულ საკითხებზე დროული რეაგირება
** ხსნარ-ქიმიკატების მოხმარების კონტროლი
** თეთრეულის აღწერებში მონაწილეობის მიღება
** ანგარიშგების წარმოება მენეჯერებთან.

საჭირო უნარები:

** სასტუმრო ბიზნესში დასუფთავების სუპერვაიზერად პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** გუნდში მუშაობისა და კოორდინაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contact@dntgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - დასუფთავების სუპერვაიზერი

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე