დასახელება:
გაყიდვების ოპერატორი
|
მომწოდებელი:
იმპექსი
|
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
|
სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" სწრაფად მზარდი ქსელია, რომელიც წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 120-ზე მეტ თანამედროვე კონცეფციის აფთიაქს და აერთიანებს 1300-ზე მეტ დასაქმებულს. ქსელის დამფუძნებელ კომპანიას შპს "იმპექსფარმს" ფარმაცევტულ ბაზარზე აქვს წარმატებით ფუნქციონირების 20 წლიანი გამოცდილება.
დღესდღეობით, კომპანია ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკის, კანისა და თმის მოვლის საშუალებების იმპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. "იმპექსფარმი" თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან 100-ზე მეტ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიასთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით (GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს - ISO 9001:2015.
სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ფარმაცევტულ ქსელებთან, აფთიაქებთან, კლინიკებთან, დისტრიბუტორებთან შეკვეთების მიღება, დამუშავება და პროგრამული გაწერა;
** საბითუმო კლიენტების ბარათების და შეთანხმებების მუდმივი განახლება და მონიტორინგი;
** შეკვეთების შეყვანა სისტემაში და მათი შიდა კოორდინაცია საწყობთან და ლოჯისტიკასთან;
** კლიენტების ინფორმირება პროდუქციის ხელმისაწვდომობაზე, ფასებზე, აქციებზე და პირობებზე;
** შეთანხმებების შესაბამისად პროდუქციის მიწოდების ვადების, რაოდენობისა და ფასების კონტროლი;
** საბუთების მომზადება: შეკვეთები, ინვოისები, ზედნადებები, დაბრუნების აქტები;
** მომხმარებლისათვის სხვადასხვა აქციების შეთავაზება და მათი ინფორმირება სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების შესახებ;
** ლოგისტიკისა და დისტრიბუციის განყოფილებასთან ინფორმაციის გაცვლა;
** ფინანსურ განყოფილებასთან ინფორმაციის გაცვლა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება ფარმაციის, ჯანდაცვის ან/და მედიცინის მიმართულებით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** MS Office-ის ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პრობლემის დროულად მოგვარების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@myimpex.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2 ოქტომბერი, 2025წ.
გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. "იმპექსფარმი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავებ ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|