დასახელება:
მუსიკალური კონტენტის ავტორი
|
მომწოდებელი:
Novex Media
|
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
|
გიყვარს მუსიკა და გინდა რომ იყო ტექნოლოგიურად განვითარებული გუნდის ნაწილი?
გაინტერესებს, როგორ იქმნება სიმღერები AI-ის დახმარებით?
ჩვენ ვეძებთ მუსიკალური კონტენტის ავტორს, რომელიც იმუშავებს AI ინსტრუმენტებთან (მაგ. Suno.ai, Udio) ახალი სიმღერების დასაგენერირებლად.
მოთხოვნები:
** სავალდებულო არ არის ტრადიციული საუნდ ინჟინერიის ან DAW-ებთან მუშაობის გამოცდილება
** ძირითადად ფასდება შემოქმედებითი ხედვა, ტექსტზე მუშაობის უნარი და ტექნოლოგიების სწრაფად ათვისება.
სასურველია შემდეგი უნარები:
** ქართული ენის გამართული წერა
** ინგლისურის საბაზისო ცოდნა - უპირატესობად ჩაითვლება
** გამოცდილება ან დაინტერესება Suno.ai-ის, Udio-ს ან მსგავს AI პლატფორმებთან
** სიმღერის ტექსტებთან მუშაობის ან შექმნის სურვილი
** საბაზისო მუსიკალური განათლება ან ელემენტარული მუსიკალური თეორიის ცოდნა - დიდ უპირატესობად ჩაითვლება
** YouTube-ის ან მსგავსი პლატფორმების მუშაობის პრინციპების ცოდნა - უპირატესობად ჩაითვლება, მაგრამ აუცილებელი არ არის
პიროვნული თვისებები:
** კრეატიულობა და ინიციატივა
** პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტაცია და ხარისხზე ზრუნვა
** კომუნიკაციის უნარი და გუნდურობა
რას მიიღებთ:
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას აშშ დოლარში
** დისტანციური სამუშაოს სრული მოქნილობა
** შეთანხმებული შვებულება
** რეალური გამოცდილება AI-ტექნოლოგიებთან მუშაობაში
** განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობა თანამედროვე მუსიკალურ სფეროში
სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი გრაფიკით (დისტანციურად)
ხელფასი:
** დამოკიდებულია გამოცდილებაზე და შეთანხმებაზე
** გადახდა - თვეში ორჯერ, აშშ დოლარში
** შესაძლებელია ზრდის პერსპექტივა საცდელი ვადის შემდეგ
ვაკანსიაზე გამოხმაურებისას გთხოვთ მოგვაწოდოთ:
** მოკლე ინფორმაცია საკუთარ თავზე
** ბმული თქვენს ნამუშევრებზე ან ტექსტებზე (თუ გაქვთ)
** ნებისმიერი გამოცდილება მუსიკალურ ან AI სფეროში
გელით თქვენი განაცხადით!
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენ CV და პორტფოლიო (თუ გაქვთ) შემდეგ ელფოსტაზე: media@novex.media
|
|
|
|