Робота для біженців з України
ბუღალტერ-ოპერატორი - დიდი დიღომი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: TaxInfo ჯგუფი
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
აუდიტორული კომპანია "TaxInfo" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციის დასაკავებლად სამშენებლო კომპანიისთვის დიდ დიღომში (IV მ/რ-ში).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით (დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ჩათვლით);
** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა;
** საოფისე პროგრამა Excel-ის სრულყოფილი ცოდნა.

დამატებითი (არასავალდებულო) მოთხოვნები (პრიორიტეტულობის მიხედვით):

** ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამ (ებ)ის ცოდნა;
** ფასს სტანდარტების ცოდნა;
** საგადასახადო დაბეგვრის პრინციპების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

მოვალეობები:

** სამეურნეო ოპერაციების ბუღალტრული/ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება სამშენებლო (კონტრაქტორ) კომპანიაში მთავარი ბუღალტრის ხელმძღვანელობის ქვეშ.

ჩვენ გთავაზობთ:

** დიდი ზომის სამშენებლო კომპანიის ფინანსურ განყოფილებაში მუშაობის და პროფესიული ზრდის უნიკალურ შანსს;
** საუკეთესო სამუშაო პირობებს;
** საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვა/ანგარიშგების კუთხით უფასო ტრეინინგებს.

დეტალური ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ:

** ვაკანსიის დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
** სამუშაოს ტიპი: სრული;
** სამუშაო ანაზღაურება: 1800 ლარი (net, გადასახადების გარეშე)
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
** სამუშაო საათები: 10:00 - 18:00, ორშაბათი-პარასკევი, (სამუშაო საათები შეიძლება არაარსებითად კორექტირდეს აპლიკანტის მოთხოვნისამებრ);
** სამუშაო: დიდი დიღმის IV მიკრორაიონი.

შერჩევის პროცედურა:

** 1 ეტაპი: რეზიუმეს განხილვა და ტესტირებაზე დასაბარებელ კანდიდატთა შერჩევა;
** 2 ეტაპი: შეჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება და ტესტირება ბუღალტრულ აღრიცხვაში;
** 3 ეტაპი: ფინალური გასაუბრება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: taxinfo.ge@yahoo.com კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო მისამართზე: +995 599 697 101.

პერსონალურ მონაცემთა დაცვა: პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება კომპანიის მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების სრული დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე