დასახელება:
ნეიროფსიქოლოგი
|
მომწოდებელი:
კენ ვოლკერის კლინიკა
|
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
|
"კენ ვოლკერის კლინიკის" თბილისის ფილიალი აცხადებს ვაკანსიას ნეიროფსიქოლოგის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ზრდასრულთა ნეიროფსიქოლოგიური და უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების შეფასება;
** კონსულტირება არსებული სირთულეების ირგვლივ;
** შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა კლიენტისათვის, ან სხვა საჭირო დაწესებულებებისთვის;
** შეფასების შემდგომი რეაბილიტაციის გეგმის გაწერაში მონაწილეობის მიღება, კლიენტის სხვა თერაპევტებთან თანამშრომლობით;
** კლიენტებთან ინდივიდუალური და/ან ჯგუფური სამუშაო შეხვედრების ჩატარება;
** ოჯახის წევრების ფსიქო-განათლება, სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელშეწყობა.
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
** დოკუმენტაციის წარმოება
** უწყვეტი სწავლის პროცესში ჩართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მაგისტრის ხარისხი ნეიროფსიქოლოგიის, კლინიკური ფსიქოლოგიის განხრით;
** სასურველია ზრდასრულთა დიაგნოსტირებისა და კონსულტირების გამოცდილება;
** შეფასების ძირითადი ინსტრუმენტების ცოდნა.
სავალდებულო მოთხოვნები:
** ქცევისა და ემოციების მართვის სტრატეგიების ცოდნა
** თანადგომისა და ემპათიის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია - მოსმენის, გაგებისა და ნდობის მოპოვების უნარი
** გუნდური მუშაობა
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** წერითი უნარ-ჩვევები
** ინგლისურ ენაზე გამართულად წერა, კითხვა და საუბარი; სხვა ნებისმიერი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო, მრავალფეროვან და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.
სამუშაო განრიგი: ნახევარი განაკვეთი
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@kwclinic.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ნეიროფსიქოლოგის პოზიცია.
|
|
|
|