Робота для біженців з України
საკვეთი პლოტერის სპეციალისტის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკვეთი პლოტერის სპეციალისტის დამხმარე
მომწოდებელი: გზაჯვარედინი
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
ჩვენ, "გზაჯვარედინი", უკვე 20 წელია საქართველოს ბაზარზე ვართ და საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების სფეროს ლიდერ კომპანიას წარმოვადგენთ. ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულება - საგზაო ნიშნებისა და მათი საყრდენი კონსტრუქციების წარმოებაა. აგრეთვე ვასრულებთ - შუქნიშნების, საპარკინგე ადგილებისა და გვირაბების მართვის ავტომატური სისტემების, ლითონის თვალამრიდების სამონტაჟო და საგზაო მონიშვნის სამუშაოებს.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სამგორის რაიონი, გრ. ლორთქიფანიძის 122
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები)

"გზაჯვარედინის" გუნდში საკვეთი პლოტერის სპეციალისტის დამხმარეს ვეძებთ

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** საკვეთი დანადგარის დარეგულირება და მისი გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** დანადგარისა და აღჭურვილობის პრევენციულად მოვლა;
** ყველა სამუშაოს უსაფრთხოდ და ეფექტურად წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია CorelDRAW-ს ცოდნა;
** სასურველია საკვეთ დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ტექნიკური ნახაზების წაკითხვისა და ინტერპრეტაციის უნარი;
** ხელისა და თვალის ეფექტური კოორდინაციის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიაროთ თქვენი CV მითითებულ ელ-ფოსტაზე: hr@crossroad.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "საკვეთი პლოტერის სპეციალისტის დამხმარე"; ან დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე - 591352255

შპს "გზაჯვარედინი"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "გზაჯვარედინი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "გზაჯვარედინი"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე