დასახელება:
ჯავშნების/რეზერვაციების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
რესტორანი ეთნოგრაფი
|
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
|
რესტორანი "ეთნოგრაფი" ის ადგილია, სადაც ტრადიციული ქართული სამზარეულო, ავთენტური გემოები და ჩვენებური სტუმარმასპინძლობა ერთად იყრის თავს თითოეული სტუმრის ღირსეულად გამასპინძლებისთვის.
რესტორანი "ეთნოგრაფი" აცხადებს ვაკანსიას ჯავშნების (რეზერვაციების) მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
** სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა;
** ეფექტური კომუნიკაცია დამკვეთთან პირობების შესათანხმებლად;
** სატელეფონო ჯავშნების მიღება;
** ჯავშნების კალენდრის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოციზიაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა;
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი თანაგუნდელი და თვლით რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ მეილზე: hr@ethnographer.ge და მნიშვნელოვანია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ჯავშნების მენეჯერი".
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.
|
|
|
|