დასახელება:
იურისტის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
მასტერ თრეიდი
|
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
|
"მარს - ვრიგლის" (სნიკერსი) ოფიციალური პარტნიორი საქართველოში შპს "მასტერ თრეიდი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის ასისტენტის პოზიციაზე თბილისში.
კომპანიასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტს: http://master-trade.ge/home
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება.
** სამოქალაქო სამართლის სიღრმისეული ცოდნა
** კარგი ვერბალური და წერითი უნარ-ჩვევები.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა
** იურიდიული კონსულტაციის გაწევა
** ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტაციის წარმოება და მისი კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
** სასამართლო პრაქტიკის მოძიება
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** ორგანიზატორული უნარჩვევები;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** სხარტი აზროვნება;
** დამოუკიდებლად სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კომფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო დღეები ორშაბათი -პარასკევის ჩათვლით (ყველა ოფიციალურ უქმე დღეს დასვენება)
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება
** ულიმიტო სასაუბრო დრო.
** ჩვენ გთავაზობთ: პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას, მეგობრულ სამუშაო გარემოს და რაც მთავარია განვითარების, კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : hr@master-trade.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთეხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|