დასახელება:
პროექტების ტექნიკური მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ევროპანელ გრუპი
|
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
|
კომპანია "ევრო პანელ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას პროექტების ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.
https://panels.ge/
https://www.facebook.com/europanels.ge
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ქ. თბილისი, ს. ცინცაძის 12, აქსისის ბიზნეს ცენტრი.
ხელფასი: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტების მონიტორინგი და კონტროლი;
** პროექტების ბიუჯეტირება;
** სამუშაოების შესრულების რისკების შეფასება, სამუშაოების შესრულებადობის შეფასება, სამუშაოების შესრულების ვადების ანალიზი და კალენდარული გრაფიკის მომზადება.
** ობიექტზე მიმდინარე საფასადე სამუშაოების ტექნიკური დაგეგმვა;
** ობიექტზე მიმდინარე საფასადე სამუშაოების დროის კონტროლი;
** მომუშავე ჯგუფის აყვანა და კონკრეტულ სამუშაოზე საჭირო რაოდენობის განსაზღვრა;
** სამუშაოების ვადებისა და ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა;
** არქიტექტორ-კონსტრუქტორთან სამუშაო გეგმის შედგენა და საჭირო მასალების იდენტიფიცირება;
** კონკრეტულ ობიექტზე ტექნიკური სამუშაოების დაგეგმვა-კონტროლი (ამწე-კალათის მოწყობა, ხარაჩოების, ლულკების, სახარჯი და სხვა მასალების მიწოდების ორგანიზება);
** მასალების რაოდენობის ხარჯვითი კონტროლი (გადახარჯვის ან შემცირების შემთხვევაში მიზეზის დადგენა);
** პროექტებზე არსებული სტატუსის ფლობა და ყოველკვირეული რეპორტინგი.
** პრობლემის იდენტიფიცირება და მისი გადაჭრა ოპტიმალური მეთოდებით;
** ყოველთვიური სავალდებულო ტრენინგების ორგანიზება პროექტის მენეჯერისთვის და მომუშავე პერსონალისათვის.
** ობიექტებიდან მიღებული მიღება-ჩაბარებების საფუძველზე მომუშავე პერსონალის ხელფასების შედგენა და მისი სისწორის მონიტორინგი;
სავალდებულო მოთხოვნები:
** გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ან პროექტის მენეჯერის ან/და საქმეთა მწარმოებლის მიმართულებით მინიმუმ 2 წელი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა (სასურველია)
პერსონალური უნარები:
** პასუხისმგებლობიანი;
** საქმის მიმართ პედანტური;
** გუნდის მართვის და გუნდში მუშაობის უნარი;
** მომთხოვნი;
** კეთილსინდისიერი;
** სტრესულს სიტუაციებში მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
** სამედიცინო დაზღვევა
** Fitpass
** კორპორატიული ნომერი
** თანამედროვე და მეგობრული სამუშაო გარემო
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) https://buildsmart.ge/job-apply/samsheneblo-proeqtebis-teqnikuri-menejeri/2/197fa4f2d05fb6c4e363a6f3c686d134
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|