Робота для біженців з України
Senior Growth Marketer
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Senior Growth Marketer
მომწოდებელი: Growth Hunters
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
Growt`s Hunters-ში ვეძებთ მოტივირებულ და შედეგებზე ორიენტირებულ Senior Growth Marketer -ს, რომელიც ჩაიბარებს, უხელმძღვანელებს და გაზრდის სააგენტოში არსებულ რამდენიმე პროექტს.

Growt`s Hunters არის დინამიური და სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც გროუს მარკეტინგის და ჰაკინგის კულტურით ავითარებს კომპანიებს და მათ შედეგებს.
იხ. კომპანიის პორტფოლიო.

დეტალები, რომლებიც დაგაინტერესებს:

** ფიქსირებული 2300 ₾ და ბონუსი განხორციელებული კამპანიებისა ან/და ახალი სერვისის დამატების შემთხვევაში;

სამუშაო გრაფიკი:

** Full time / On-site (ორშაბათი-პარასკევი) 11:00-19:00 სთ (1 სთ შესვენება)- პირველი 3 თვე
** 3 თვის შემდგომ ჰიბრიდული; კვირაში 3 დღე ოფისში (მოლაპარაკების საფუძველზე)
** სამუშაო ლოკაცია : ვაკე, მოსაშვილის ქ.
** მეგობრულ და დინამიურ გუნდში მუშაობა
** პროფესიული განვითარებისა და ტრენინგების შესაძლებლობა

შენი სამუშაო სპეციფიკა იქნება:

** პარტნიორი კომპანიებისთვის ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება, ზრდის სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება კომპანიის სახელით;
** პარტნიორთან ქონთენთისა თუ საჭირო მასალის გაზიარება, დადასტურება, უკუკავშირის მიღება და გუნდში ინფორმაციის გავრცელება;
** მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის ანალიზი და ოპტიმიზაცია გუნდთან ერთად, თასქების დელეგირება და კონტროლი;
** ყოველთვიური პოსტინგ კალენდრების მომზადება და გუნდთან მუდმივი კომუნიკაცია თითოეული პროექტის ჭრილში;
** გადაღებების დაორგანიზება და მეთვალყურეობა, საჭიროების შემთხვევაში ვიდეოგრაფთან ერთად გადაღებაზე დასწრება;
** ახალი პარტნიორებისთვის Ხელშეკრულების მომზადება, არსებული პარტნიორებისთვის საჭიროების შემთხვევაში განახლება და მათთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება;
** კომპეტენციის ფარგლებში პოზიციის შესაბამისად სხვა დავალებების შესრულება.

რა მოლოდინები გვაქვს შენგან :

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მარკეტინგული პროექტების მართვაში
** გამოცდილება Prompt-ებით ურთიერთობში LLM მოდელებთან
** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და სწრაფი რეაგირების უნარი
** დროის მართვის და მრავალპროექტიანი გარემოს ეფექტურად მართვის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე

თუ გინდა შემოუერთდე ჩვენს გუნდს და გაქვს საჭირო გამოცდილება გადადი ბმულზე : https://forms.gle/VTjrahn627HBwGY39

ბმულის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები და შეინახოს 1 წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე