Робота для біженців з України
რეზერვაციების და გაყიდვების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეზერვაციების და გაყიდვების კოორდინატორი
მომწოდებელი: სასტუმრო Glarros OldTown
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
სასტუმრო "Glarros Old Town" მდებარეობს თბილისის ცენტრში, კოტე აფხაზის ქ. 15 (თავისუფლების მოედანთან ახლოს).

"Glarros Old Town" სტუმრებს სთავაზობს 75 დიზაინერულად მოწყობილ ელეგანტურ ნომერს.

ეს არის ადგილი, სადაც ისტორია ერწყმის თანამედროვე ელეგანტურობას.

სასტუმრო "Glarros Old Town" აერთიანებს ძველი ქალაქის აურას და თანამედროვე დახვეწილ სტილს.

ჩვენი უმთავრესი ღირებულება გულთბილი მასპინძლობა და სტუმრებისთვის დასამახსოვრებელი დღეების შექმნაა.

სასტუმრო "Glarros Old Town" -ში განთავსებულია 1 რესტორანი და ღია ტიპის კაფე-ტერასა, რომელიც სტუმრებს საუზმისა და "ა ლა კარტ" მენიუს მომსახურებას სთავაზობს.

სასტუმრო "Glarros Old Town" აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციების და გაყიდვების კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო აღწერილობა:

** სამუშაო ადგილი: თბილისი (კოტე აფხაზის 15)
** სამუშაო გრაფიკი: 5/2 (09:00-18:00, 1 სთ შესვენება)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პასუხისმგებელია დადასტურებული მოთხოვნები სიზუსტით ასახოს ჯავშნების სისტემაში და აწარმოოს უკუკავშირი, როგორც მომწოდებლებთან, ასევე უშუალო მენეჯერთან.
** სასტუმროს ჯავშნის პანელში შეტანილი ჯავშნის სტატუსის მონიტორინგი /განახლება და უკუკავშირი მომწოდებელთან/უშუალო მენეჯერთან;
** მენეჯერის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სისტემაში ჯავშნის შეტანა დადგენილი სტანდარტით;
** სისტემაში შეტანილი ჯავშნის შესაბამისად, ინვოისის/ჯავშნის დასტურის გადაგზავნა პარტნიორთან;
** მჭიდრო კავშირი გაყიდვების გუნდთან;
** მჭიდრო კავშირი დეპარტამენტის და სასტუმროს გუნდის წევრებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** კომპიუტერული უნარები, PMS სისტემის ცოდნა (სასურველია Opera);
** გასაყიდი პროდუქტების ზედმიწევნით ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
** დეტალებისადმი ყურადღება.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს;
** პოზიტიურ სამუშაო ატმოსფეროს;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** სამედიცინო დაზღვევას;
** კვებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტის მისამართზე: e.machavariani@glarros.com სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სასტუმრო "Glarros Old Town" მა, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე