Робота для біженців з України
მაღაზიის კონსულტანტი - დიდი დიღომი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის კონსულტანტი
მომწოდებელი: ევრო ბრენდი
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
კომპანია "ევრო ბრენდი" (Eurobrand) წარმოდგენს საქართველოში 2013 წლიდან ევროპული ბრენდების იმპორტიორ კომპანიას, რომელსაც გააჩნია მაღაზიათა ქსელი. (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები, აქსესუარები...)

მოხარული ვართ გამოვაცხადოთ ვაკანსია კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში, დიდი დიღომი მირიან მეფის N46, სავაჭრო ცენტრი დიღომი სითი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობა;
** მომხმარებელთან ურთიერთობის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
** გაწონასწორებულობა და არაკონფლიქტურობა,
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ახლის სწრაფად ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო/უმაღლესი განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, internet);
** ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;
** უპირატესობად ჩაითვლება ტანსაცმლის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

ფუნქციები და მოვალეობები:

** მაღაზიის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** კომპანიის შინაგანაწესისა და მომსახურების სტანდარტის დაცვა;
** მომხმარებლის ეფექტური მომსახურებისთვის აუცილებელი კომფორტული გარემოს შექმნა.
ჩვენ გთავაზობთ:

გრაფიკები და ანაზღაურება:

10:00 - 21:30, ანაზღაურება: 1200 ლარი
13:30 - 21:30, ანაზღაურება: 850 ლარი
15:30 - 21:30, ანაზღაურება: 600 ლარი

** დასვენება კვირაში ორი დღე
** ჯანმრთელობის დაზღვევის ნაწილობრივ ანაზრაურებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი ფოტოსურათთან ერთად, ელფოსტაზე: hr@eurobrand.ge და მიუთითოთ პოზიცია : მაღაზიის "კონსულტანტი დიდი დიღმის ფილიალში". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება კომპანიის მიერ.

ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 45 59 90 (სამუშაო საათებში)

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე