Робота для біженців з України
მძღოლის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლის დამხმარე
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 სექტემბერი
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერია, რომელმაც 2010 წლიდან უბნის მაღაზიის ფორმატით პირველმა დაიწყო ოპერირება. ამ დროიდან მოყოლებული, ქსელი დღითიდღე ფართოვდება და ამჟამად 430-მდე მაღაზიით არის წარმოდგენილი და არის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი ქვეყნის მასშტაბით.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის დამხმარის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: კვირაში 5 ღამე (ცვლებში)
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლილო 1, ივანე იუმაშევის ქ.#14
ანაზღაურება: ფიქსირებული 800 + (ბონუსი 400 ლარი)

ძირითადი ფუნქციები:

** მაღაზიათა ქსელის მომარაგება შეკვეთების შესაბამისად;
** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;
** პროდუქციის დასაწყობება;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ ლინკი: https://forms.cloud.microsoft/e/zX42NF3s18 ან გამოგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე HR1@orinabiji.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მძღოლის დამხმარე".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 16.09.2025.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 4 წლის ვადით.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე