Робота для біженців з України
ტექნიკური ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური ასისტენტი
მომწოდებელი: თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსი
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
კომპანია "თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსი" აცხადებს ვაკანსიას თბილისი ჰილს გოლფ კლუბის ტექნიკური ასისტენტის პოზიციაზე (Caddy Master).

კომპანიის შესახებ:

"თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსი" ერთ-ერთი ინოვაციური და უდიდესი პროექტია, რომელიც თბილისის ცენტრიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალ მანძილზეა განლაგებული და აერთიანებს 331 ჰექტარზე გაშენებულ კომპლექსს, რომელიც მოიცავს 18-ფოსოიან საერთაშორისო სტანდარტების გოლფის მოედანსა და ახალი ევროპული სტილის დასახლებას.

"თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსის" კომპლექსი 2022 წლის გოლფის ტოპ 100-ში დასახელდა, ასევე, არის FIABCI-Georgia Prix d` Excellence 2022-ის გამარჯვებული ენერგოეფექტური და მწვანე დეველოპმენტის კატეგორიაში.

კომპანია 2023 წლიდან განავითარა ახალი ბიზნეს მიმართულება და კლიენტებს სთავაზობს გამწვანებასთან დაკავშირებული სერვისების სრულ პაკეტს, რაც მოიცავს: ლანდშაფტის არქიტექტურას, სარწყავი სისტემის დიზაინსა და მონტაჟს, ლანდშაფტის დიზაინის იმპლემენტაციას, გაზონის მოვლის რეგულარულ მომსახურებას.

პოზიცია ითვალისწინებს მაღალი სტანდარტის მომსახურებას თბილისი ჰილს გოლფ კლუბში.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** კლუბის წევრების პირადი სათამაშო ჩანთის გამოტანა მომზადება.
** გარეცხვა და მომზადება გოლფის ელექტრო მანქანის.
** სათამაშო აღჭურვილობის გარეცხვა და მომზადება.
** სავარჯიშო სივრცის ყოველდღიური მოწესრიგება და კონტროლი.
** ტურნირის ორგანიზებაში გოლფის მიმღების დახმარება.
** დახმარება გოლფის ტრენერის აღჭურვილობის მომზადებისას.

უნარები, ცოდნა:

** ორგანიზებული
** გუნდური
** პოზიტიური
** მუდმივად მზად ყოფნაში იყოს კლუბის წევრების და სტუმრების დასახმარებლად.

ხელფასი:

** ფიქსირებული ხელფასი
** გოლფის თამაშის და სწავლის შესაძლებლობა.
** საპენსიო პროგრამა.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30.09.2025.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თუ შეიძლება რეზიუმეები გამოგვიგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: HR@tbilisihills.com და გთხოვთ, "subject"-ში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

შემდგომ ეტაპზე დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე