დასახელება:
სამედიცინო წარმომადგენელი
|
მომწოდებელი:
უნირად ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
|
ქართულ- თურქული სამედიცინო კომპანია შპს "უნირად ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება დადგენილი გეგმის მიხედვით;
** პროდუქტის დემონსტრირება/წარდგენა სამედიცინო პერსონალთან;
** ვიზიტის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის მოთხოვნების მიხედვით;
** კომპანიის პროდუქტის პრომოციისთვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელება;
** კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულების დაგეგმვა და განხორციელება.
პირობები:
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო დრო: 10:00 -17:00 (ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: ფიქსირებული+ ბონუსური სისტემა.
კვალიფიკაცია:
** უმაღლესი სამედიცინო ან მასთან გათანაბრებული განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სრულყოფილი სასაუბრო და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** სასურველია უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან რუსული);
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** კომპანიის პორტფოლიოში არსებული პროდუქტის სრულყოფილი ცოდნა.
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელფოსტაზე: zviad68@gmail.com
ან დაგვიკავშირდით მობილურის ნომერზე 597575777
|
|
|
|