დასახელება:
ბრენდ-მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ჯეოსტარი
|
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
|
სადისტრიბუციო კომპანია შპს "ჯეოსტარი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ-მენეჯერის თანამდებობაზე.
შპს "ჯეოსტარი" დაფუძნდა 1995 წელს და არის ერთ-ერთი წარმატებული სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით როგორებიც არიან: BIC, Papia, Familia, Avedov, Zlato, Bonduelle, Pompea, Sisi, Filadoro, Glamur Parex, Dalan და ა.შ
ადგილმდებარეობა: თბილისი, სამგორის ქ.36 ბ
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00 სთ)
ფუნქცია - მოვალეობები:
** ბრენდის სტრატეგიულ განვითარებაზე ზრუნვა;
** ფასწარმოქმნა და საფასო პოზიციონირების სტრატეგიის შემუშავება;
** საერთაშორისო ბაზარზე ბრენდის პოზიციების მუდმივი კონტროლი;
** გაყიდვების გაზრდის მიზნით სპეციალური აქტივობების განხორციელება
** გაყიდვების გეგმის შემუშავება და სისტემატური ანალიზი;
** კონკურენტების ანალიზი;
** ობიექტებზე მუდმივი ვიზიტები;
** მომწოდებლებთან პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ბიზნესის ადმინისტრირების ან ფინანსური განათლება
** ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება
** გუნდური მოთამაშე, კრეატიული და ენერგიული;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (B2/C1);
** რუსული ენის ცოდნა (B2)
** Microsoft-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: Excel; PPT
** პროექტის მართვის უნარი;
კომპანია გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** საწვავით უზრუნველყოფა;
** კორპორაციული ნომერი.
ანაზღაურება: (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)
კომპანია დაინტერესებულ კანდიდატებს სთავაზობს კომფორტულ სამუშაო გარემოს და კარიერული ზრდის პერსპექტივას.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@geostar.ge აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|