Робота для біженців з України
ბარათების დისტრიბუციის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარათების დისტრიბუციის კოორდინატორი
მომწოდებელი: სილქ ბანკი
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
ჩვენ ვართ ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ბანკი და მისწრაფება გვაქვს, რომ ვიყოთ თანამედროვე და ინოვაციური. ჩვენი მიზანია შევქმნათ უნიკალური სამუშაო გარემო, სადაც თანამშრომლები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენას. ჩვენთან მუშაობა ნიშნავს, გახდე განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის ნაწილი!

ჩვენს გუნდში ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ, პუნქტუალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდის ახალ წევრებს.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი #2

დამატებითი ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა/კორპორატიული სატელეფონო ლიმიტი
** სასიამოვნო სამუშაო გარემო.

სამუშაოს აღწერილობა - ბარათების დისტრიბუციის კოორდინატორი

პოზიციის მიზანი:

ბარათების დისტრიბუციის კოორდინატორი პასუხისმგებელია იმაზე, რომ მომხმარებლებმა მიიღონ საკუთარი საბანკო ბარათები სწორად, დროულად და უსაფრთხოდ. ის აწარმოებს სრულ ციკლს — მომხმარებელთან კომუნიკაციიდან დაწყებული კურიერის გამოძახებით და მონაცემთა ფაილურ დაფიქსირებით დამთავრებული. ასევე აკონტროლებს ბარათის აქტივაციის პროცესს და საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს შესაბამის ქმედებებს.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** დისტანციურად მიღებული ბარათის მიწოდების მოთხოვნის დამუშავება;
** მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია მისამართის დასაზუსტებლად და მიწოდების დეტალების შესათანხმებლად;
** კურიერის გამოძახება და ბარათის გადაცემა/მიწოდების ორგანიზება;
** დისტრიბუციის პროცესის უწყვეტობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა.

საჭირო უნარები და თვისებები:

** კომუნიკაბელურობა, მომხმარებელზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** ტექნიკური უნარები (Excel ან Google Sheets-თან მუშაობა, CRM ან შიდა სისტემების გამოყენება);

სამუშაო განაკვეთი: პირველ ეტაპზე პოზიცია განიხილება ნახევარ განაკვეთზე, კონკრეტული განაკვეთისა და სამუშაო საათების შეთანხმებით.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.მისამართზე: hr@silkbank.ge; წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

შესაბამისი განათლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება და ტესტირება.
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, სს "სილქ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, ბანკის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტების დასაქმებაც.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 2 ოქტომბერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე