Робота для біженців з України
პრისელერი/სავაჭრო წარმომადგენელი - გარდაბანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისელერი/სავაჭრო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ასმინი
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
კომპანია ASMIN სპეციალიზებულია ხინკლისა და პელმენების წარმოებაში, ასევე გთავაზობთ 10-ზე მეტ სახეობის ნახევარფაბრიკატს. მთელი პროდუქცია მზადდება ჰალალის სტანდარტების სრული დაცვით.

ჩვენი მიზანია მომხმარებლებს შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის, გემრიელი და უსაფრთხო პროდუქცია, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და ტრადიციულ ღირებულებებს.

პრისელერი/სავაჭრო წარმომადგენელი

ხელფასი: 1500 მოჭრილი + 500-1000 ბონუსი

გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა, 4
გადახდა: თვეში ერთხელ
სამუშაო გამოცდილება:არ არის სავალდებულო
სამუშაო ადგილი: მარნეული-ბოლნისი-კაზრეთი-დმანისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გრაფიკი: 5/2
სამუშაო საათები: 9

ვალდებულებები:

** მოგზაურობა ქალაქებსა და რაიონებში კლიენტური ბაზის გასაფართოებლად.
** მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მონახულება შეკვეთების მისაღებად.
** პროდუქციის არსებული რაოდენობის კონტროლი თაროებზე და ინფორმირება საჭიროებისამებრ.
** კომპანიის პროდუქციის პრეზენტაცია და ასორტიმენტის კონსულტაცია.
** პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება არსებულ კლიენტებთან.
** ახალი სავაჭრო ობიექტებისა და საბითუმო მყიდველების მოძიება.
** დროული ანგარიშგების მიწოდება შესრულებული სამუშაოსა და შეკვეთების შესახებ.

მოთხოვნები:

** გამოცდილება სავაჭრო წარმომადგენლად, მერჩენდაიზერად ან აქტიურ გაყიდვებში - უპირატესობა.
** მოლაპარაკების წარმოებისა და დარწმუნების უნარი.
** პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა, შედეგზე ორიენტირებულობა.
** ქართული ენის ცოდნა - სავალდებულო.
** რუსული ენის ცოდნა - საშუალო დონეზე.
** აზერბაიჯანული ენის ცოდნა - უპირატესობა.
** მზადყოფნა მივლინებებისა და მოძრავი ხასიათის სამუშაოსთვის.
** პირადი ავტომობილი.

პირობები:

** ოფიციალური დასაქმება.
** საწვავისა და ტექნიკური ხარჯების კომპენსაცია ავტომობილზე.
** კონკურენტული ანაზღაურება (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსები გაყიდვებიდან).
** კომპანიის მხრიდან მხარდაჭერა და სწავლება.
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა.

ძირითადი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება
** გაყიდვების funnel-ის ანალიზი
** კონკურენტული გარემოს ანალიზი
** CRM-თან მუშაობა
** შიდა კომუნიკაციები
** კლიენტების მოძიება და მოზიდვა
** მართვის გამოცდილება
** B კატეგორიის მართვის მოწმობა

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: +995 593316273 - იუსუფ (ქართული)
ტელ: +995 592013315 - ასაფ (აზერბაიჯანული/რუსული)
ელფოსტა: contact@asmin.ge

სამუშაო ადგილი: გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა, 4
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე