Робота для біженців з України
ადრეული აღზრდის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადრეული აღზრდის მასწავლებელი
მომწოდებელი: ბაგა-ბაღი გვირილა
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
ბაგა-ბაღი "გვირილა" აცხადებს ვაკანსიას ადრეული აღზრდის მასწავლებლის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე, მზრუნველ და კრეატიულ მასწავლებელს, რომელიც დაინტერესებულია ბავშვის ადრეული განვითარების ხელშეწყობითა და სასწავლო გარემოს შექმნით.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, ილია შეყლაშვილის N53.
ანაზღაურება: ფიქსირებული

ძირითადი მოვალეობები:

** ბავშვების ადრეული განვითარების ხელშეწყობა;
** სასწავლო და შემოქმედებითი აქტივობების დაგეგმვა და ჩატარება;
** მშობლებთან და გუნდთან რეგულარული კომუნიკაცია;
** ინდივიდუალური მიდგომა თითოეული ბავშვის განვითარებისთვის.

მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ადრეული განვითარების, სკოლამდელი აღზრდის, განათლების, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე დარგში;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.

საჭირო უნარები:

** ბავშვების მიმართ სიყვარული, პასუხისმგებლობა და სითბო;
** კრეატიულობა, პასუხისმგებლობა და ინოვაციურობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** თვითგანვითარებისკენ სწრაფვა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი CV გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: Kindergartengvirila@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 557 615 536; 558 343 699.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე