დასახელება:
გაყიდვების პროცესების კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
ბიოგრაფი ლივინგ
|
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
|
ბიოგრაფი ლივინგ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - გაყიდვების პროცესების კოორდინატორი.
სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო უნარები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:
პოზიციის მიზანი:
გაყიდვების პროცესების ეფექტური მართვა და გუნდის კოორდინაცია, მომხმარებელთან ურთიერთობის გაუმჯობესება და სტრატეგიული ინიციატივების განხორციელება.
ძირითადი მოვალეობები:
** პერსონალური მრჩევლის და ასისტენტების სამუშაოს დაგეგმვა, მხარდაჭერა და მონიტორინგი;
** კომუნიკაციის ხარისხის, დოკუმენტაციის, შეხვედრების და პროცედურების შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** CRM მონაცემების კონტროლი, რეგულარული რეპორტინგი და მონაცემთა სისწორის უზრუნველყოფა;
** გაყიდვების მიზნების მიღწევაში დახმარება, გეგმების შესრულების კონტროლი;
** რთული ან საკონსულტაციო შემთხვევების მართვა;
** შიდა კომუნიკაციის უზრუნველყოფა სხვადასხვა დეპარტამენტებთან;
** ბინების ჩაბარების და რეგისტრაციის პროცესის სრული მხარდაჭერა;
** ყველა პროცედურის დაცვა და კოორდინაცია გუნდის წევრებთან ერთად;
** კომპანიაში დადგენილი გაიდლაინების ზედმიწევნით მიყოლა და განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
სამუშაო გამოცდილება:
მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში; უპირატესობად ჩაითვლება გაყიდვების პროცესების კოორდინაციის, გუნდის მართვის ან CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
** მოქნილობა ცვლილებების მიმართ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/vidNB2Ed
|
|
|
|