Робота для біженців з України
უსაფრთხოების უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების უფროსი
მომწოდებელი: Artizan Design Hotel
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
სასტუმრო "Artizan Design Hotel" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების უფროსის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 2000-2500 ლარი
გრაფიკი: სტანდარტული

ფუნქცია-მოვალეობები:

** შესაძლო საფრთხეების სრულად და დროულად იდენტიფიცირება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა, რისკ-ფაქტორების გამოვლენა;
** სასტუმროში წესრიგის, სიმშვიდისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაცვის ჯგუფის მიერ;
** სასტუმროში არსებული მატერიალურ ტექნიკური ფასეულობების დანაშაულებრივი ხელყოფისგან დაცვის კონტროლი;
** საჭიროებისამებრ ითანამშრომლოს კომპანიის ყველა დეპარტამენტთან და სტრუქტურულ ერთეულთან;
** სტუმართა და თანამშრომელთა მხრიდან დისციპლინარული, გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი;
** დარღვევების გამოვლენის სქემის დამუშავება, მათი წინასწარ ეტაპზე დაფიქსირების მიზნით;
** კონფიდენციალური ინფორმაციის შესაძლო გაჟონვის დაფიქსირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
** ვიზიტორებთან დაკავშირებული პრობლემების და სადავო საკითხების განხილვა-დარეგულირება;
** დაქვემდებარებული დაცვის თანამშრომლების კონტროლი და შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
** სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობა სხვადასხვა საკითხებში (პოტენციურ საფრთხეებსა და სხვა საკითხებზე)

საჭირო ცოდნა/უნარ-ჩვევები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირება;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** აღნიშნული მიმართულებით სტანდარტებისა და პროცედურების მაღალ დონეზე ფლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@artizanhotels.com

გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე