დასახელება:
დამწყები Web დეველოპერის კურსი
|
მომწოდებელი:
Net|Dev
|
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
|
"Net|Dev" პროგრამირების სასწავლო აკადემია აცხადებს მიღებას დამწყები დეველოპერის კურსზე.
ლოკაცია: ქუთაისი
კურსის სასწავლო მასალა და პრაქტიკული სამუშაოები:
"Beginer Web Devepoler"-ის კურსს გავივლით ჩვენს მიერ შემუშავებული სილაბუსით:
** HTML & CSS,
** JavaScript Course- ES6-ES2020/TypeScript,
** React,
** NodeJS, Express
** NextJS
** RestAPI
** GraphQL
მოცემული მასალის დაუფლების შემდეგ თქვენ შეძლებთ Single-page ვებაპლიკაციის დამოუკიდებლად აწყობას და Front-ის მხარეს დინამიური ლოგიკის გატარებას. დამოუკიდებლად და საფუძვლიანად განიხილავთ ისეთ ბიბლიოთეკებს, როგორიც არის React, Express ბაზიესებს და ა.შ. ასევე შეძლებთ RESTful API არქიტექტურის გამოყენებით ვებსერვისების შემუშავებას.
Beginer Web Developer კურსის ხანგრძლივობა, სტრუქტურა და ღირებულება:
Beginer Web Developer კურსი შედგება 3 ნაწილისაგან, ეს ნაწილები 24, 30 და 8 სალექციო კურსისგან შედგება, სულ 62 სალექციო კურსი. ამათგან 34 სალექციო კურსი დაეთმობა პრაქტიკულ მეცადინეობას, სადაც სტუდენტები ჩართული იქნებიან რეალურ პროექტში. ისინი სწავლობენ რეალური დავალებების პრაქტიკულ განხორციელებას და იღებენ გამოცდილებას, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია ვებ დეველოპერის ცხოვრებაში. მთლიანად კურსის ხანგრძლივობა 4 თვეს შეადგენს. სასწავლო კურსის ღირებულება შეადგენს 600 აშშ დოლარს. თანხის გადახდა თითოეული ნაწილისთვის ცალ-ცალკე ხდება კურსის დაწყებიდან პირველ კვირაში. ლექციები ტარდება ქართულ ენაზე კვირაში 3-ჯერ ჰიბრიდული სისტემით. ჰიბრიდულ სისტემაში მსმენელს შეუძლია თავად გადაწყვიტოს დასწრების ტიპი: პირისპირ თუ ონლაინ. ონლაინ ჩართვების შემთხვევაში ვსარგებლობთ ZOOM-ის აპლიკაციით. რეგისტრაციის აუცილებელია მსმენელმა სწორად მიუთითოს კურსის ტიპი.
სასწავლო კურსი:
მოცემული ეტაპი არის ვებ პროგრამირების საფუძვლების შემსწავლელი კურსი, რომელიც მოიცავს საბაზო თეორიულ მასალასთან ერთად უფრო რთულ პროგრამულ საკითხებსაც ვებსერვისების სფეროში. ამ კურსში თქვენ გაივლით HTML&CSS საწყისებს სადაც განვიხილავთ საბაზისო ტეგებს თავისი ატრიბუტებით. შევძლებთ HTML ტეგების ფორმირებას და მასზე მანიპულაციების გახორციელებას. სიღრმისეულად შევისწავლით ES6-ის სინტაქს და მის შესაძლებლობებს, კერძოდ, თუ რა არის პრიმიტიული და შედგენილი ცვლადები, რა არის ობიექტი და მისი მემკვიდრეობა, რა არის ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება, MVC არქიტექტურა და ა.შ. განვიხილავთ Front-ის მხარსე ისეთ ცნობილ ბიბლიოთეკას როგორიც არის React და ასევე კურსის დასკვნით ფაზაში განვიხილავთ NodeJS ტექნოლოგიას (NPM CLI აპლიკაციას). ჩვენ ვნახავთ კულისების უკან როგორ მუშაობს nodeJS, რა როლი აქვს მის მუშაობაში Google V8 Engine და Libuv ბიბლიოთეკას. საკმარისი დრო დაეთმობა თეორიულ ლექციებთან ერთად პრაქტიკულ მეცადინეობებს, სპეციალურ წინასწარ შემუშავებული პროექტებთან სამუშაოების სახით, რაც საშუალებას მოგცემთ, შეიძინოთ აუცილებელი ცოდნა და უნარ-ჩვევები ტექნიკური ამოცანის დაგეგმვის, ანალიზისა და შემდგომში შესრულებისათვის. ეს კურსი განკუთვნილია ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურვილი აქვს გაიღრმავოს ცოდნა ციფრულ ტექნოლოგიებში, კერძოდ პროგრამული კუთხით.
ამჟამად მიმდინარეობს რეგისტრაცია Beginer Web Developer კურსზე.
რეგისტრაციას შეძლებთ ჩვენს ვებგვერდზე: https://netdev.ge/register
მისამართი: ქუთაისი, სარაჯიშვილის ქ. 3
ტელ: 597 55 55 81
ელფოსტა: ts.margvelashvili@airnav.ge
ვებგვერდი: https://netdev.ge/register
|
|
|
|