Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=662600&print=yes&view=jobs
 
გაყიდვებისა და ჯუნიორ სოციალური მედია მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვებისა და ჯუნიორ სოციალური მედია მენეჯერი
მომწოდებელი: ბებოს ჩირი
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
კომპანია "ბებოს ჩირი" აცხადებს გაყიდვებისა და ჯუნიორ სოციალურ მედია მენეჯერის ვაკანსიას

კომპანია "ბებოს ჩირი" საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2019 წლიდან. საქმიანობის სფერო მოიცავს საქართველოს რეგიონებიდან მიღებული ხილისა და ბოსტნეულისაგან მაღალტექნოლოგიური ნატურალური ჩირის წარმოება. ხოლო 2021 წელს დაიწყო ოცდაათამდე საკონსერვო ნაწარმის მიღება და რეალიზაცია.

"ბებოს ჩირი" არის USAID 2023 წლის ძლიერი სოფლის პროგრამის მონაწილე და გამარჯვებული კომპანია, რომელიც ყოველთვის ორიენტირებულია ზრდასა და განვითარებაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციას გაეცანით სოციალურ ქსელებში ან ეწვიეთ ბმულს: https://www.beboschiri.ge/

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, "ბაზარი ორბელიანი" (კოლმეურნეობის მოედანი);
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 3 დღე 11:00-22:00;
** ხელფასი 1 დღეზე: ხელზე ასაღები, ფიქსირებული 35 ლარი + ბონუსი (საშუალოდ 50-60 ლარი);

სამუშაო აღწერილობა:

** სივრცეში მოსული მომხმარებლის მომსახურება;
** საკურიერო შეკვეთების გამზადება დადელეგირება;
** სურვილისამებრ გამოფენა-გაყიდვებში მონაწილეობა +ბონუსი;
** სივრცეში ჰიგიენური პირობების დაცვა;
** კომპანიის განვითარებაზე ზრუნვა და ახალი იდეების ინიცირება

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Story-ების, Live-ების და reels-ების მართვა, ხელმძღვანელ პირთან ერთად (მოცემულ საკითხებით დაინტერესება ჩაითვლება უპირატესობად);
** ქართულ ენაზე წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი, ხოლო ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** მომსახურების სფეროში გამოცდილების ქონა ჩაითვლება უპირატესად

ქცევითი კომპეტენციები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ეფექტური გაყიდვების უნარი;
** დეტალებსა და შედეგზე ორიენტაციის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** სიახლეებისადმი ღიაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ და არასტრესულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** ფიქსირებულ, ყოველთვიურ ანაზღაურება

აპლიკანტს ვთავაზობთ, დაინტერესების შემთხვევაში ადგილზე შევასწავლოთ სოციალური პიარისა და ბრენდინგისთვის საჭირო ყველა მეთოდი. (მომხმარებლის სეგმენტაცია; კომპანიის ბრენდინგი; კონტენტის შექმნა; ფოტო/ვიდეომონტაჟის აპლიკაციებში მუშაობა; სტრადეგიის კალენდრის შედგენა; სურვილის შემთხვევაში, მედია პლატფორმების ბიუჯეტირების მართვა.)

კონკურსი წარიმართება შემდეგ ეტაპებად:

1. წარმოდგენილი CV-ების განხილვა
2. გასაუბრება

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ cv ელფოსტაზე beboschiri.ge@gmail.com 2025 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "კონსულტანტი". (გთხოვთ მიუთითეთ კონკრეტულად თქვენთვის სასურველი გრაფიკი ასეთის არსებობის შემთხვევაში)

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვისრეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემებისშემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენითაცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესშიდაწესებულების მიერ თქვენი პერსონალურიმონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია