Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=662593&print=yes&view=jobs
 
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: Mellow 13
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
ახლადგახსნილი კაფე "Mellow 13" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე

ძველი თბილისის ისტორიულ უბანში ვქმნით თბილ, მყუდრო გარემოს, სხვადასხვა სასმელითა და მსუბუქი კერძებით. ჩვენი მთავარი მიზანია სტუმრებს შევუქმნათ სასიამოვნო გამოცდილება და ხარისხიანი მომსახურება, რაშიც თქვენი დახმარება გვჭირდება.

სამუშაო ადგილმდებარეობა: სოლოლაკი, ლადო ასათიანის ქუჩა
ანაზღაურება: საათში 9 ლარი
სამუშაო გრაფიკი: დღეში 4-საათიანი სამუშაო ცვლა (12:00-16:00 ან 18:00-22:00, მონაცვლეობით), კვირაში 6 სამუშაო დღე/1 დღე დასვენება

ფუნქცია-მოვალეობები:

** მენიუში არსებული კერძების მომზადება არსებული რეცეპტებისა და სტანდარტების შესაბამისად
** კერძების ვიზუალზე ზრუნვა
** პროდუქციის ვადების და შენახვის წესების დაცვა, მარაგების კონტროლი
** საკვების უვნებლობისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა HACCP-ის სტანდარტების მიხედვით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
** პროფესიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობიანი
** დეტალებზე ორიენტირებული
** დროის მართვის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებული

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info.mellow13@gmail.com ან დაგვირეკეთ: 592-72-22-28

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია