Робота для біженців з України
პროდუქტის მფლობელი - Product Owner
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქტის მფლობელი - Product Owner
მომწოდებელი: აწარმოე საქართველოში
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "აწარმოე საქართველოში" აცხადებს კონკურსს პროდუქტის მფლობელის (Product Owner) პოზიციაზე;

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლების/დეპარტამენტების სხვადასხვა ციფრული და ფუნქციური საჭიროებების იდენტიფიცირება
** პროდუქტის ხედვისა (Product Vision) და სტრატეგიის განსაზღვრა
** ახალი პროგრამული უზრუნველყოფის მოდულების/სისტემების შემუშავებისა და დანერგვის შესაბამისი ტექნიკური დავალების მომზადება და პროცესის მართვა
** დეველოპერების გუნდთან კომუნიკაცია და მათი დავალებების პრიორიტეტიზაცია
** მომხმარებელთა ქცევის, საჭიროებებისა და პრობლემური საკითხების ანალიზი, მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება
** პროდუქტის განვითარების პროცესში პრიორიტეტების განსაზღვრა და ეფექტური კომუნიკაცია დაინტერესებულ/ჩართულ მხარეებთან
** მომხმარებლის გამოცდილების (UI/UX) გაუმჯობესებაზე ზრუნვა და შესაბამისი წინადადებების მომზადება
** მიმდინარე პრობლემების შესაბამისად ტექნიკური მხარდაჭერის განხორციელება
** დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Product Owner-ის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, სასურველია ფინანსურ ან ტექნოლოგიურ სფეროში;
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა (B1/B2);
** Jira-ში მუშაობის გამოცდილება.

საუკეთესო კანდიდატი უნდა იცნობდეს ან ჰქონდეს მუშაობის გამოცდილება შემდეგი მიმართულებებით:

** ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის კომპეტენციის და გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@enterprise.gov.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: Product Owner

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 10 სექტემბერი.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ წარმატებულ კანდიდატებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადამიანური რესურსების მენეჯერს, მარიამ ნოზაძეს 599720112.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე