დასახელება:
ტესტერი
|
მომწოდებელი:
აწარმოე საქართველოში
|
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "აწარმოე საქართველოში" აცხადებს კონკურსს ტესტერის (QA Engineer) პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სააგენტოს პროგრამული უზრუნველყოფების ტესტირების სცენარების და ტესტ-ქეისების შექმნა
** პროგრამული უზრუნველყოფების ტესტირების პროცესის მართვა წინასწარ შერჩეული მეთოდოლოგიის შესაბამისად
** დეველოპმენტის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა და ტესტირების შედეგად იდენტიფიცირებული ხარვეზების აღმოფხვრის პროცესის მართვა
** ტესტირების დოკუმენტაციის წარმოება
** პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციების წარდგენა
** დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ტესტერის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, სასურველია ფინანსურ ან ტექნოლოგიურ სფეროში;
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა (B1/B2);
** Jira-ში მუშაობის გამოცდილება.
საუკეთესო კანდიდატი უნდა იცნობდეს ან ჰქონდეს მუშაობის გამოცდილება შემდეგი მიმართულებებით:
** ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.
თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის კომპეტენციის და გამოცდილების შესაბამისად.
დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@enterprise.gov.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ტესტერი
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 10 სექტემბერი.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ წარმატებულ კანდიდატებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადამიანური რესურსების მენეჯერს, მარიამ ნოზაძეს 599720112.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|