დასახელება:
სტაჟირება მიკრომეწარმეობის განვითარების დეპარტამენტში
|
მომწოდებელი:
აწარმოე საქართველოში
|
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "აწარმოე საქართველოში" აცხადებს სამ თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას მიკრომეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის ზუგდიდის საკონსულტაციო ცენტრში.
ფუნქცია-მოვალეობები:
სტაჟირების ხელმძღვანელის უშუალო ზედამხედველობით, სტაჟიორი მონაწილეობას მიიღებს შემდეგ პროცესებში:
** ზუგდიდის საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობის ფარგლებში, პოტენციური ან/და არსებული მეწარმეების საქმიანობის დიაგნოსტირებაში, პრობლემების იდენტიფიცირებასა და შესაბამისი მომსახურების შეთავაზება/მიწოდებაში მონაწილეობა;
** ადგილობრივი ბიზნესისა და ადგილობრივი ბაზრის ტენდენციების შესახებ პირველადი ინფორმაციის შეგროვება;
** ადგილობრივი ბიზნესის სუბიექტების შესახებ მონაცემთა ბაზების შექმნა, დამუშავება და საჭიროებისამებრ ანგარიშის მომზადება;
** პოტენციური/არსებული მეწარმეებისთვის ბიზნეს უნარების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი აქტივობებისა და ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
** მეწარმე სუბიექტისათვის კონსულტაციის გაწევა ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების, ბიზნეს სფეროს სიახლეების შესახებ;
** კომპეტენციის ფარგლებში, ზუგდიდის საკონსულტაციო ცენტრის მენეჯერისთვის ანგარიშების მომზადება საჭიროების შესაბამისად;
** სამუშაო აღწერილობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში - ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების და/ან ეკონომიკის მიმართულებით;
** აკადემიური მოსწრება (ქულათა სისტემა - 71-100 ქულის მაჩვენებელი ან/და GPA 2.7-4.0)
თანამდებობრივი სარგო: 657 ლარი
ადგილმდებარეობა: ქ. ზუგდიდი
სტაჟირებით დაინტერესებულმა პირებმა დეტალური ინფორმაცია იხილეთ და განაცხადი წარმოადგინეთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის, hr.gov.ge-ის საშუალებით, ბმულზე: https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/94391?active=1
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 10 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: HR@enterprise.gov.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|