დასახელება:
სტაჟირება საზოგადოებასთან ურთიერთობის/მარკეტინგის სამსახურში
|
მომწოდებელი:
აწარმოე საქართველოში
|
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "აწარმოე საქართველოში" აცხადებს სამ თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურში.
ფუნქცია-მოვალეობები:
სტაჟირების ხელმძღვანელის უშუალო ზედამხედველობით, სტაჟიორი მონაწილეობას მიიღებს შემდეგ პროცესებში:
** საიმიჯო და საინფორმაციო კამპანიების, მასმედიასთან ურთიერთობისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** პრესრელიზების, სტატიების, სარეკლამო ბროშურების, ბუკლეტების, სარეკლამო გვერდების შინაარსობრივი ნაწილის მომზადება;
** Facebook, Instagram, Linkedin და Twitter-ისთვის არსებული აქტივობების შესაბამისად განსათავსებელი მასალის მომზადება;
** ყოველდღიური პრესის მონიტორინგი;
** სააგენტოს ვებგვერდის, სოციალური ქსელების მართვა და კოორდინირება;
** სააგენტოს დეპარტამენტებისა და თანამშრომლების კონსულტირება საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებზე;
** დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში - საზოგადოებასთან ურთიერთობა / ბიზნესის ადმინისტრირება / მარკეტინგის მიმართულებით;
** აკადემიური მოსწრება (ქულათა სისტემა - 71-100 ქულის მაჩვენებელი ან/და GPA 2.7-4.0)
თანამდებობრივი სარგო: 657 ლარი.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სტაჟირებით დაინტერესებულმა პირებმა დეტალური ინფორმაცია იხილეთ და განაცხადი წარმოადგინეთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის, hr.gov.ge-ის საშუალებით, ბმულზე: https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/94556?active=1
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 10 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: HR@enterprise.gov.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|