დასახელება:
ბარმენ-მიქსოლოგი
|
მომწოდებელი:
სუში რუმი
|
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
|
"სუში რუმის" პრემიუმ ტიპის ახალი არტიზანული რესტორანი ვაკეში აცხადებს ვაკანსიას ბარმენ-მიქსოლოგის პოზიციაზე.
გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, გაიაროთ სრული ტრენინგი გამოცდილ ბარმენთან და შეისწავლოთ საკესა და იაპონურ ინგრედიენტებზე დაფუძნებული კოქტეილების მომზადება. განვითარდე იაპონური/აზიური მიქსოლოგიის მიმართულებით.
ანაზღაურება: საათში 10 ლარამდე (გამოცდილებისა და უნარების შესაბამისად)
სამუშაო განაკვეთი: სრული/ნახევარი
რას გთავაზობთ:
** მაღალ ანაზღაურებას თქვენი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით;
** პროფესიულ ტრენინგს იაპონურ/აზიურ მიქსოლოგიაში;
** უნიკალური შესაძლებლობას გაიზარდოთ პრემიუმ ბრენდთან ერთად;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს - ჩვენი ამჟამინდელი გუნდი ერთი ოჯახია;
** ყოველწლიურ კორპორატიულ წვეულებებსა და მხიარულ გუნდურ ღონისძიებებს;
** დახვეწილ და გემოვნებიან გარემოს და ბარს;
** სადაზღვევო პაკეტის არჩევანს.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სომელიესა და ბარისტას საბაზისო ცოდნა;
** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ქართული და ინგლისური ენის გამართული ცოდნა;
** ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ძლიერი სამუშაო ეთიკა, დეტალებისადმი ყურადღება და საიმედოობა;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებული
პასუხისმგებლობა/მოვალეობები:
** სტუმარზე ორიენტირებული ხარისხიანი მომსახურება;
** კოქტეილების და სხვა სასმელების მომზადება;
** ბარის სისუფთავის და მარაგების კონტროლი;
** სტუმრებთან თავაზიანი და პროფესიული კომუნიკაცია;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** თანამშრომლობა მომსახურების გუნდთან, რათა უზრუნველყოფილ იქნას შეუფერხებელი მომსახურება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და მოკლე სამოტივაციო წერილი ელფოსტაზე: info@sushiroom.ge, სათაურის ველში "ბარმენ-მიქსოლოგი"
შემოგვიერთდი და გახდი გუნდის წევრი, სადაც ყველას აფასებენ და პატივს სცემენ. სუში რუმი მოწოდებულია თქვენი ზრდისა და წარმატებისკენ. ერთად შევქმნათ მომსახურების მაღალი სტანდარტი ჩვენს ქალაქში. გელით ჩვენს ოჯახში!
|
|
|
|