დასახელება:
ტექნიკ. მხარდაჭერის მენეჯერი, ინციდენტების მართვის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
არდი დაზღვევა
|
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
|
სს "არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიებს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში შემდეგ პოზიციებზე:
1) ტექნიკური მხარდაჭერის მენეჯერი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N28
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ფუნქცია-მოვალეობები:
** პერიფერიულ მოწყობილობებთან მუშაობა (პრინტერი, სკანერი, აიპი ტელეფონები);
** ქსელის მოწყობა და მხარდაჭერა;
** საოფისე და სხვა პროგრამების ინსტალაცია და მომსახურების უზრუნველყოფა;
** Windows ოპერაციულ სისტემებთან მუშაობა;
** Active Directory-ის მართვა
განათლება:
** უმაღლესი განათლება ტექნიკური განხრით; განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური - (B1-B2);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
2) ინციდენტების მართვის მენეჯერი
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N28
** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროგრამაში წარმოქმნილი ინციდენტებისა და პრობლემების მართვა, ტექნიკური მხარდაჭერა, დიაგნოსტიკა/აღმოფხვრა. მონიტორინგი, პრობლემების დაფიქსირება და მათ მიერ გამოწვეული განმეორებითი ინციდენტების დაჯგუფება და გაანალიზება;
** სერვისული მოთხოვნების მართვის პროცესის კოორდინაცია, მონიტორინგი და პრიორიტეტების განსაზღვრა;
** პერიოდული ანგარიშგება ინციდენტებისა და სერვისული მოთხოვნების მიმართულებით;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვისების კატალოგის წარმოება და სრულყოფა;
** სერვისის დონის შეთანხმებების (SLA) მონიტორინგი და დარღვევების გამოვლენა;
** ცნობიერების ამაღლების მიზნით, მომხმარებლებისთვის ინსტრუქციებისა და სახელმძღვანელოების მიწოდება
განათლება:
** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** MS SQL Server მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია Oracle (PL SQL) მონაცემთა ბაზასთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური - (B2);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: Career@ardi.ge. გთხოვთ, გადმოგზავნისას სათაურის ველში მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება.
ინფორმაცია კომპანიის შესახებ:
სადაზღვევო კომპანია "არდი" წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან და სწრაფად განვითარებად სადაზღვევო კომპანიას, ქართულ ბაზარზე, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს.
ჩვენი მიზანია ბიზნესის გრძელვადიანობის, მომხმარებლისთვის სტაბილურობისა და დაცულობის შექმნა. ჩვენ ვქმნით წარმატებული ზრდის პლატფორმას, მკაფიოდ ფოკუსირებული სტრატეგიით ხარისხზე, მომსახურების სიმარტივესა და ხელმისაწვდომობაზე. კარგად გვესმის რა გამოწვევები აქვს თანამედროვე სამყაროში თითოეულ ადამიანს და ბიზნეს, ამიტომ ვცდილობთ, რომ ჩვენი სადაზღვევო პროდუქტებით მოვახდინოთ მათ საჭიროებებზე ზუსტი მორგება და დავზოგოთ ყველაზე მთავარი, მათი რესურსები: დრო და ფინანსები.
"არდი" ახორციელებს მსხვილი რისკების გადაზღვევას მსოფლიოს ისეთ წამყვან გადამზღვევ კომპანიებში, რომლებიც განსაკუთრებით კარგად იცნობენ ქართული სადაზღვევო ბაზრის სპეციფიკას და ადაპტირებულნი არიან მასზე. პარტნიორის შერჩევისას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა Standard & Poors-ის მიერ მინიჭებულ რეიტინგს და მსოფლიოში აღიარებულ რეპუტაციას.
ჩვენი თანამშრომლები ყოველწლიურად გადიან თეორიულ და პრაქტიკულ სტაჟირებებს ევროპის წამყვან სადაზღვევო და საგადამზღვევო კომპანიებში. ვთვლით, რომ არდის გუნდი - ეს ყველაზე ღირებული და გრძელვადიანი ინვესტიციაა.
"არდი" - ცხოვრების ჯერია!
|
|
|
|