Робота для біженців з України
მებაღე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მებაღე
მომწოდებელი: სასტუმრო სტამბა
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
სასტუმრო "სტამბა" აცხადებს ვაკანსიას მებაღის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას N14

ძირითადი მოვალეობები:

** ეზოსა და შენობის ტერიტორიაზე არსებულ მცენარეებს (გადარგვა; მორწყვა, შეწამვლა, დასუფთავება) მოვლა
** სამუშაო პროცესისთვის საჭირო ინვენტარს და ცილინდრს, მოვლა და დასუფთავება
** მცენარეებისთვის განკუთვნილი განათებები დილით დროულად ანთების ხოლო საღამოს გამორთვის მონიტორინგი.
** სამუშაოს დასრულების შემდეგ გამოყენებული ინვენტარის მოწესრიგება.
** მიწის მარაგის კონტროლი.

დამატებითი მოთხოვნები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
** ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას;
** მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ბმულზე:
კომპანია (შპს "აჭარა ჯგუფი"; ს/კ:404676169) დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც კომპანიის მიერ, შესაძლოა, დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. კომპანიის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განაცხადის განხილვა და შრომითი ურთიერთობის დამყარება.

კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში თქვენ შესახებ ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით სხვა რელევანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით, თუ არ გსურთ თქვენ შესახებ ინფორმაციის კანდიდატთა სარეზერვო ბაზაში განთავსება, გთხოვთ მოგვმართოთ: recruitment@adjaragroup.com

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. თქვენი უფლებებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას.

ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/FaYPsg0wxx
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე