Робота для біженців з України
ელკომერციის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელკომერციის მენეჯერი
მომწოდებელი: ბიბლუსი
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
"ბიბლუსი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ელ. კომერციის მენეჯერის პოზიციაზე.

მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ელექტრონულ პლატფორმაზე გაყიდვებისა და მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება, იმპლემენტაცია და ანალიზი;
** ელექტრონულ პლატფორმაზე არსებული პროდუქტების ასორტიმენტის, პრომო აქტივობების დაგეგმვა, მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;
** ბაზარზე ახალი ბიზნეს შესაძლებლობების კვლევა (პროდუქტები; პარტნიორები, ტრენდები) და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების ინიციატივა;
** მჭიდრო თანამშრომლობა კომპანიაში არსებულ სხვა დეპარტამენტებთან (გაყიდვები, მარკეტინგი, ლოგისტიკა და სხვა);
** ციფრული არხების გამოყენება (ვებ-გვერდები, Google, სოციალური მედია არხები, Youtube, Email და SMS მარკეტინგი);
** SEO ოპტიმიზაცია;
** ბლოგები/ვლოგები საიტისთვის;
** სხვადასხვა კომპანიებთან ურთიერთობა (საკურიეროები, ბანკები, მომწოდებლები);
** ვებ-ადმინისტრატორის მიერ შესრულებული სამუშაოების კონტროლი (ვებ-გვერდზე დამატებული პროდუქცია, საიტზე არსებული კოლექციების/ფასდაკლებების/აქციები, საიტზე შემოსული შეკვეთები, სერვისი);
** საიტის ტექნიკურ ჯგუფთან ურთიერთობა (დეველოპერები, პროგრამისტები);
** ხარჯების კონტროლი;
** დოკუმენტაციის მართვა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:

** ელექტრონული კომერციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** ციფრულ სექტორში პროდუქტის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა
** MS Excel-ის ცოდნა

აუცილებელი უნარები:

** დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** ანალიტიკური უნარი
** მოლაპარაკების უნარი
** შედეგზე ორიენტირებულობა

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30;
ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის 49;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@biblusi.ge და subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (ელ კომერციის მენეჯერი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე