Робота для біженців з України
ხარისხის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის მენეჯერი
მომწოდებელი: დომუს კონსტრაქშენი
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
კომპანია "დომუს კონსტრაქშენი" აცხადებს ხარისხის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციას, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ აქტიურად ჩაერთოთ მიმდინარე სამშენებლო პროექტების ხარისხის მართვის პროცესებში:

** ხარისხის კონტროლის გეგმების შემუშავება, განხორციელება და ადმინისტრირება.
** ხარისხის მართვის გეგმის, ინსპექტირებისა და ტესტირების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა.
** პროცესების წარმართვა შეუსაბამობების თავიდან ასაცილებლად.
** სამშენებლო მოედანზე საინჟინრო კონსულტაციების გაწევა.
** მიღებული მასალების შემოწმება და ხარისხის შეფასება.
** ყალიბის, არმირების, ბეტონირების, ლითონ კონსტრუქციების სამონტაჟო და სარემონტო სამუშაოების კონტროლი და მონიტორინგი.
** სამშენებლო სამუშაოების ნახაზების, მეთოდოლოგიების და პროექტის სპეციფიკაციების შესაბამისობის უზრუნველყოფა.
** საჭირო ტესტირებების ორგანიზება, წარმართვა და ზედამხედველობა.
** ტესტირების შედეგების ანალიზი და შესაბამისი დასკვნების მომზადება.
** ყოველდღიური, ყოველკვირეული დოკუმენტაციის და ანგარიშების მომზადება (ინსპექტირების, ჟურნალების, შეუსაბამობების, დაკვირვების და სხვა).
** ხარისხის კონტროლის შეხვედრებზე დასწრება და ანგარიშების წარდგენა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის ან სხვა რელევანტურ სფეროში. მინიმუმ 2 წლიანი პროფესიული, სამუშაო გამოცდილება.
** სამშენებლო დოკუმენტაციასთან და ტექნიკურ ნახაზებთან მუშაობის გამოცდილება. საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** AutoCAD-ის ან/და ArchiCAD-ის პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV გამოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე career@domusi.com. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30/09/2025. გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ "ხარისხის მენეჯერი 09/25"

"დომუს კონსტრაქშენი" უზრუნველყოფს თანაბარ დასაქმების შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის და მხარს უჭერს სამუშაო გარემოში თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპებს.

ყველა დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ კანდიდატის კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარების საფუძველზე. კომპანია არ ახორციელებს დისკრიმინაციას რასის, ეთნიკური კუთვნილების, კანის ფერის, ეროვნების, რელიგიის, სქესის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, სქესის იდენტობის, შეზღუდული შესაძლებლობის, ოჯახური მდგომარეობის ან სხვა ნებისმიერი ნიშნის საფუძველზე, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდეს კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ის მიერ. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია აპლიკანტის შესაბამისობის დადგენა მიმდინარე/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 2 წლის ვადისა; აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება, წაშლა. ამისათვის, გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Career@domusi.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე