Робота для біженців з України
ტექნიკური/IT სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური/IT სპეციალისტი
მომწოდებელი: ინსპერონი
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
კომპანია "ინსპერონი" სთავაზობს ბიზნეს გადაწყვეტილებებს, როგორც საჯარო, ასევე კერძო ორგანიზაციებს. ჩვენი მიზანია შევქმნათ სანდო გამოცდილება ჩვენი მომხმარებლების, პარტნიორებისა და გუნდის წევრებისთვის სხვადასხვა სახის პროდუქციისა და ტექნოლოგიური სერვისების მიწოდებით.

"ინსპერონი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური/IT სპეციალისტის პოზიციაზე.

** გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე, ანაზღაურებადი
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ც. დადიანის ქ. #7
** ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის უნარების/გამოცდილების მიხედვით, შეთანხმებისამებრ, ფიქსირებული/ბონუსური სისტემით

თანამშრომლებისათვის შეთავაზების პაკეტი მოიცავს:

** საინტერესო, კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** თვითრეალიზაციის შესაძლებლობებს და დამატებით ბენეფიტებს (ტრენინგი, მივლინება, დაზღვევა..)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში წარმოდგენილი/შემოსული პროდუქციის შესწავლა და სიახლეების გაცნობა;
** კომპიუტერული და სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობების კონფიგურაცია/მონტაჟი, როგორც დისტანციურად, ასევე ადგილზე მისვლით (კომპიუტერი, პრინტერი, სკანერი და ა.შ.);
** ოპერაციული სისტემების, კომპიუტერული პროგრამების ინსტალაცია და მხარდაჭერა, როგორც დისტანციურად, ასევე ადგილზე;
** ტექნიკის დიაგნოსტიკა (დაზიანებული კომპონენტების დიაგნოსტიკა და შეცვლა);
** პრობლემის ანალიზი სხვადასხვა ქსელურ და სისტემურ დონეზე და აღმოფხვრა (შესაძლებლობების ფარგლებში), საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელის ინფორმირება;
** კომპანიის სერვისებისა და პროდუქტების განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
** შეხვედრებსა და გეგმურ თათბირებზე დასწრება და პერიოდულად შესრულებული სამუშაოს შესახებ მენეჯმენტის ინფორმირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული ტექნიკის, ქსელების და ოპერაციული სისტემების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** სასურველია პროფესიული/უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში (განიხილება სტუდენტებიც);
** ინგლისური ენის ცოდნა, რუსული (სასურველია);

პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: contact@insperon.ge და გთხოვთ, დანიშნულების ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ტექნიკური/IT სპეციალისტი".

თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება და შეინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს და შეინახოს შპს "ინსპერონის" მონაცემთა ბაზაში 1 წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.

"ინსპერონი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე