Робота для біженців з України
მომხმარებელთა მომსახურების ასისტენტი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთა მომსახურების ასისტენტი
მომწოდებელი: sheniamanati.ge
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
კომპანიას "შენიამანათი.ჯი" ესაჭიროება მომხმარებელთა მომსახურების ასისტენტი რუსთავის ფილიალში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფილიალში მოსული ამანათების გასაცემად მომზადება;
** ფილიალში მოსულ მომხმარებელზე შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** ამანათების მოძიება, მომხმარებლისთვის გადაცემა;
** კომპანიის ჩათში შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;
** შემომავალ ზარებზე პასუხი.

მოთხოვნები/უნარ-ჩვევები:

** მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება;
** დაძაბულ და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** თავაზიანი;
** პასუხისმგებლობიანი;
** სტაბილური.

პირობები:

** სამუშაო დღეები: 6 (ორშაბათი-პარასკევი, 10-დან 19 საათამდე) - შესვენება 13:00-14:00.
** შაბათი: 10-დან 15 საათამდე
** საწყისი ხელფასი: 900 ლარი (ხელზე ასაღები). ხელფასი ირიცხება ყოველი მომდევნო თვის 25 რიცხვში, დასაქმებულის საბანკო ანგარიშზე.
** მაღალი ხარისხის ჯანმრთელობის დაზღვევა; საჭიროების შემთხვევაში უფასო სამოგზაურო დაზღვევა წელიწადში ერთხელ.
** სტაჟირება გახლავთ 5 დღიანი, აქედან 3 დღეს გაივლით თბილისის ცენტრალურ ფილიალში, ისანში (არაანაზღაურებადი).
** 11 თვის შემდეგ, დასაქმებულს შეუძლია ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა მოთხოვნას, რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მომხმარებელთა მომსახურების ასისტენტი რუსთავი" და გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: vacancy@sheniamanati.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე