Робота для біженців з України
სერვისების განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისების განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯი თი გრუპი
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
კომპანია "ჯი-თი გრუპ" აცხადებს ვაკანსიას სერვისების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე საცხებ-საპოხი მასალების დეპარტამენტში.

"ჯი-თი გრუპ"-ი ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: http://www.gtgroup.ge/

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #126
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00 - 18:00 სთ;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** სასურველია რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროდუქტის ცოდნა (საცხებ-საპოხი მასალები) და საერთო საავტომობილო საქმის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მსუბუქი ავტომობილების სერვისების გამართული ოპერირების უზრუნველყოფა და ზედამხედველობა;
** სერვისის პროცესების, საქმიანობის და პროცედურების კომპანიის საერთო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** სერვისის პერსონალის შერჩევის, მართვის და საჭიროების შემთხვევაში მათი ტრენინგების ორგანიზება;
** მომხმარებელთა პრეტენზიებისა და პრობლემების დროული და ეფექტური მართვა;
** მომსახურების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი და გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ცვლილებების ინიცირება;
** სერვისის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შექმნა და განხორციელება;
** დამატებითი სერვისების ჩამოყალიბება და დანერგვა კომპანიის ბიზნესმოდელიდან გამომდინარე;
** ქსელის გაფართოება - სერვის ცენტრების განვითარება ქვეყნის სხვადასხვა სტრატეგიულ ქალაქებსა და რეგიონებში;
** ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზი.
** სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია და ეფექტიანობის ზრდაზე მუდმივი მუშაობა.
** ხარჯების კონტროლი და ოპტიმიზაციის გზების შემუშავება;
** ფინანსური ეფექტიანობის ზრდაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება.
** პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, შენარჩუნება და განვითარება;

პიროვნული უნარები:

** გუნდის მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დროის მენეჯმენტის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Vacancy@gtgroup.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ჯი-თი გრუპ"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში."

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე