დასახელება:
ტურიზმის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
დელუქს გრუპ
|
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
|
მოგესალმებით!
კომპანია შპს "დელუქს გრუპ"-ს ესაჭიროება თანამშრომელი, ტურიზმის მენეჯერის პოზიციაზე.
შპს "დელუქს გრუპი" მოიცავს სრულ მომსახურებას ტურისტულ სფეროში, ე.წ. კონსიერჟ სერვისი.
ჩვენი კომპანია ემსახურება საშუალოზე მაღალ სეგმენტს, VIP-მომხმარებლებს, ასევე აქტიურად ვმუშაობთ MICE- პროექტებზე. (კონფერენციის, სემინარების, WORKSHOP-ის და სხვა ღონისძიებების ორგანიზება).
შპს "დელუქს გრუპს" ჰყავს თავისი პრემიუმ კლასის ავტო პარკი, თავისი მძღოლებით, ასევე ვმუშაობთ პროფესიონალ გიდებთან.
ჩვენი კომპანიის კონცეფციაა მოვემსახუროთ ტურისტს/ბიზნესს კლიენტს მაღალ დონეზე.
შპს "დელუქს გრუპი" თანამშრომლობს მხოლოდ 5* სასტუმროებთან საქართველოს მასშტაბით, ჩვენ ვთავაზობთ ექსკლუზიურ ტურებს საქართველოში, ჩვენ სტუმრებს ვურჩევთ მაღალი კლასის ქართულ რესტორნებს. აქტიურად ვთანამშრომლობთ ვერტმფრენის კომპანიასთან (ტრანსფერი/ექსკურსია ვერტმფრენით), ვემსახურებით სტუმრების ჩვენივე მანქანებით, ეს იქნება დახვედრა თუ გაცილება ან ტური საქართველოს მასშტაბით. აქტიურად ვთანამშრომლობთ აეროპორტის VIP სერვისთან.
შპს "დელუქს გრუპს" ესაჭიროება ახალი გუნდის წევრი, რომელიც დაგვეხმარება ყველა იმ საკითხის მოგვარებაში, მონიტორინგში რაც ჩვენ საქმიანობას ეხება, ჩვენი პრიორიტეტია ყველა კითხვაზე/ მოთხოვნაზე დროული პასუხი გაეცეს, დროის მენეჯმენტი უმთავრესია ჩვენს კომპანიაში.
მოვალეობები:
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა (B2) არის სავალდებულო, როგორც სასაუბრო ასევე წერითი, სხვა შემთხვევაში ვერ განვიხილავთ თქვენს რეზიუმეს;
** DMC კომპანიაში გაყიდვების ან MICE დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;
** კომუნიკაბელურობა, პროფესიონალურ დონეზე ურთიერთობა სასტუმროებთან, მომსახურების მომწოდებლებთან; კონსიერჟ სერვისის მიწოდება - რესტორნების დაჯავშნა, ბილეთების შეძენა მუზეუმებში, გამოფენებზე, ღონისძიებებზე, მატარებლის ბილეთების ყიდვა და ა.შ.;
** CRM სისტემაში მუშაობა (ინფორმაციის შეყვანა და მუდმივი მონიტორინგი);
** კომპანიის წარდგენა საერთაშორისო გამოფენაზე და ღონისძიებებზე; მონაწილეობა სასწავლო პროგრამებსა და საინფორმაციო ტურში;
** ჯგუფებთან მუშაობა და პროცესების კოორდინაცია ადგილზე - განაცხადის მიღებიდან სტუმრების გამგზავრებამდე;
** მომხმარებელთა შეფასებებზე მუშაობა და საკითხების ოპერატიული გადაწყვეტა;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და დროის ეფექტური მართვა.
სამუშაო გრაფიკი: 10:00- 19:00
ხელფასი: 2700 გამოსაცდელი ვადის მერე, გამოსაცდელი ვადა გრძელდება 3 თვე, გამოცდილების ვადის დროს ხელფასი დაინიშნება მხოლოდ გასაუბრებიდან გამომდინარე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მეილზე: Deluxegroupge@gmail.com
|
|
|
|