დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
ვაისი
|
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
|
"ვაისი" არის ფინანსური მომსახურებების აუთსორსინგ კომპანია, რომელიც სხვადასხვა ბიზნესს სთავაზობს ბუღალტრულ და აუდიტორულ მომსახურებას. ჩვენი გუნდის გაფართოების მიზნით ვეძებთ ბუღალტერს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბუღალტერიაში/ფინანსებში;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილი ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამა ORIS-ის ცოდნა და პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე;
** რუსული ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესად);
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კონსულტაცია, პირველადი საბუთების მომზადება/მოწესრიგება;
** პირველადი დოკუმენტების ასახვა საბუღალტრო პროგრამა ORIS-ში;
** საგადასახადო დეკლარაციების და ფორმების მომზადება და ელექტრონულად წარდგენა შემოსავლების სამსახურში;
** დამკვეთის მიერ გადასახდელი გადასახადების კალკულაცია და დამკვეთის ინფორმირება;
** ურთიერთობა საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლებთან დამკვეთის საბუღალტრო და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით;
** კამერალური და გეგმური საგადასახადო აუდიტის პერიოდში დამკვეთის ინტერესების დაცვა;
** საბუღალტრო პროგრამის სტანდარტული ამონაწერების და ბრუნვითი უწყისების მიწოდება;
** მომსახურე ბანკთან ურთიერთობა;
** საბანკო გადარიცხვები;
** ზედნადების და ანგარიშ-ფაქტურების მომზადება;
** ფინანსური ანგარიშგების გაკეთება (BS, PL);
** სხვა მომსახურება, რომელიც აუცილებელია ბუღალტერიის წარმოებისათვის საქართველოში მოქმედი სტანდარტებისა და კანონმდებლობის შესაბამისად;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო დისტანციურია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია ოფისში ან ონლაინ შეხვედრებზე დასწრება;
** რამდენიმე სამსახურის შეთავსების შემთხვევაში კანდიდატი არ უნდა იყოს სრულად დაკავებული (10:00-18:00 საათამდე).
ანაზღაურება:
** საწყისი ანაზღაურება - 1400 ₾ (ნეტი) (რამდენიმე სტარტაპ კომპანია);
** პორტფოლიოში ახალი კომპანიის დამატებისას - კომპანიის მიერ გადახდილი მომსახურების თანხის 50% (გროსი, საპენსიოს ჩათვლით).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელ.ფოსტაზე: mkukava@weiss.ge, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: "ბუღალტერი".
|
|
|
|